8 თავი."გეჰენას სასახლე"

473 58 141
                                    

-ეს რაღაა?-კითხულობს ლიზა,როცა მათი სახლის უკანა ეზოში ჯიმინი ქვების დაწყობას იწყებს.

-გეჰენას კარიბჭემდე მისვლა და იქ გადასვლა ზედმეტ ხმაურს გამოიწვევს,თანაც საბჭოს წევრებს ვერ ავცდებით.ამიტომ,იქ მოკლე გზით მოვხვდებით-აბობს ლინა და ყველას ანიშნებს უკან დაიხიონ.

-გეჰენას პორტალის გახსნა ხომ წესებს ეწინააღმდეგება?-ჰიუნჯინი უკან მაინც არ იხევს და ლინას გვერდით გულხელდაკრეფილი დგას.

-ეგ იმათვის,ვინც იქ არ ცხოვრობს-ჰიუნჯინი მაინც არ ჩერდება.

-მაგრამ ამ შელოცვის სწორი ვერსიის შესახებ ბევრმა არ იცის,ამასთან მისი გახსნა ძალიან რთულია და მხოლოდ მაღალი დონის არსებებს შეუძლია მისი გასნა.მე ჯერ იმ დონემდეც კი არ ვარ,რომ მისი შესწავლა დავიწყო არამც თუ გამოყენება,იმის მიუხედავად,რომ ჩრდილოელი გრიშების დიდგვაროვანი ოჯახიდან ვარ-ჩაიბუზღუნა ჰიუნჯინმა.ფელიქსმა ბოლო კომენტარის გამო თვალები გადაატრიალა.

-შენ საერთოდ არ შეცვლილხარ "შეშლილო ჯადოქარო"-ლინას ეცინება და ეს ჰიუნჯინის შინაგანი მდგომარეობის ცვლილებას იწვევს-ჯიმინ-ლინას მზერა ჯიმინზე გადააქვს.

-გთხოვთ ყველამ უკან დაიხიოთ-ჯიმინი თვალს ყველას ავლებს,მაგრამ რამდენიმე წამით მზერას ჰიუნჯინზე აჩერებს ამჯერად მაინც,რომ დამორჩილებოდა მითითებას.

ჯიბიდან მახვილი ამოიღო და ნელა ხელზე დასმა დაიწყო,თან რაღაც შელოცვას ბუტბუტებდა.

-Anoíxte tis pýles tis Géennas kai epistrépste spíti sto spíti tou episkópou mas-( გაიღე გეჰენას კარიბჭევ და მოგვეცი საშუალება დავბრუნდეთ ჩვენი მეუფის სახლში)

უეცრად ქვებით შემოსაზღვრული მიწა უსასრულო და ბნელ ორმოდ იხსნება.ჯიმინი ორმოში მაშინვე ხტება.

-ჩახტით-გასცემს ლინა ბრძანებას.

-სერიოზულად ამბობ?-კითხულობს ფელიქსი და თან ცდილობს მათ გარშემო დატრიალებულ ქარიშხალს  გაუმკლავდეს.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now