26 თავი."ბანში"

360 51 382
                                    

როდესაც მგლად მოქცევაზე საუბრობდნენ,ძაღლის ხელა ცხოველი წარმოვიდგინე ანუ როგორიც რეალურად მგელი უნდა იყოს,მაგრამ ამხელა არსება არასდროს მინახავს!

ჩემს წინ დათვის ზომის მგლები იდგნენ,ოთხ ფეხზეც კი ჩემზე ოდნავ მაღლები იყვნენ.დაკუნთული მხრები და მთლიანად დაფარული ბეწვი.

თვალები ორივეს იასამნისფრად უელავდათ და ორივეს დაგვცქეროდნენ.ელიონორა ხელში მეკავა,მაგრამ მისი გაოცებული მზერაც დავინახე.

ჯუნს ყავისფერი ბეწვით დაფარული ბალანი ჰქონდა,დოგჰვას კი ღამესავით შავი და ბნელი.ელიონორამ ათრთოლებული ხელი ჯუნისკენ გაიწვდინა.ჯონის თვალები ერთადერთი იყო,რაც იმ პატარა ბიჭს მახსენებდა,რომელიც ის სინამდვილეში იყო.

ჯუნმა ჩვენსკენ მოიწია და ელიონორას პატარა ხელს ცხვირი გაუსვა.ელიონორას სახეზე ღიმილი შეეპარა.

დავმშვიდდი,ბიჭები თავის გონებას აკონტროლებდნენ.

-დამსვი-ელიონორას ძირს ვსვამ.ის დოგჰვასთან მიდის,მაგრამ ამჯერად აღელვებული აღარ ჩანს.-დაიხარე-დოგჰვას თვალებში მობეზრება იკითხება.ის წინა ფეხებს წევს და გოგონას სიმაღლეზე იხრება.

ელიონორა დოგჰვას ბალანში ეჭიდება და ზურგზე აჯდება.დოგჰვა ზემოთ იწევა

-მაგარია-ბალანს ხელს უსვამს და პატარა გახარებული ბავშვივით ეხუტება-რბილი და თბილია.

მეღიმება.ის ბავშვია,მას დიდი და ფუმფულა რაღაცები უყვარს,ის ბავშვია და არა ომის წინამძღოლი პრინცესა.

ჯუნი იგივეს იმეორებს.მიწევს მის ზურგზე ავფოფხდე,მაგრამ როგორც ვხდები ეს   არ აწუხებს.

ელიონორა ხელებს შლის და განიერ კისერს ეხუტება,შემდეგ კი თვალებს ხუჭავს.

-იონჯუ მოეჭიდე-მეუბნება ის თვალების გაუხელად.

-რა?

დოგჰვა მკაცრად იღრენება,რითიც ელიონორას საუბარს ადასტურებს.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now