30 თავი."ქორწილი"

426 55 295
                                    

ელიონორა ჰაერს ღრმად ისუნთქავს და სამ სიტყვას წარმოთქვამს,რის შედეგადაც ყველას თვალთახედვიდან ქრება,მას მხოლოდ ჯუნი და დოგჰვა ხედავენ ისიც მაქციის თვალების გამოყენებით.

ელიონორა გისოსებში ისე გადის თითქოს მირაჟული იყოს.კარშიც ზუსტად იგივე მოქმედებით გადის.

-სამ საათში ქორწილი იქნება და ჩვენ აქ მორიგეობა მოგვიწევს-ბურტყუნებს ერთ-ერთი დაცვა ოთახიდან.

-რას ვიზამთ?ყველა დიდგვაროვანი დემონი იქ იქნება და ვამპირების შეერთების ტრადიციულ კონცერტს ნახავს.

-მე მეგონა პრინცესა კიმ სო-ჰიუნი დემონი იყო-თავს ჰყოფს ერთ-ერთი დაცვა და ფეხებს  მაგიდაზე აწყობს.

-ეს მართლა შტერია.ბიჭო,არ იცი,რომ კავშირი ვამპირსა და დემონს შორის არ იდება?ეგეთი კავშირი მარტო ვამპირებთან და ადამიანს და ვამპირს შორს ხდება,დემონი სხვაა.ქალბატონი სოს მამა კი ნახევრად ვამპირი იყო და ნახევრად დემონი.

-ააა ხო გამახსენდა გენერალი ლუკასი ხომ უკანონო შვილი იყო ვამპირისგან.

-ხო მაშინ ვამპირები უმეტესობა მონებად ჰყავდათ გაგდებული.

-რა დრო იყო!ახლა კიდე ისე უნდა მოვიქცეთ ვითომ ჩვენიანები არიან.

-ქალბატონი ლილიტი მაგათ ეგრე მაინც არ გააჯეჯილებს-ელიონორას  მამაკაცებს ბურტყუნი ჰბეზრდება და შელოცვის წარმოთქმას ასრულებს.მოულოდნელად მამაკაცები ითიშებიან.

გოგონა ხილულობას იბრუნებს და უბიდან ამოღებული დანით ყველას საძილე არტერიას უჭრის.უკან კუშტად ხტება,როცა მის ნამუშევარს უყურებს მომხიბვლელად იღიმის და დანაზე დარჩენილ სისხლს ენით ლოკავს.

-საზიზღრობაა-იჭყანება და ერთ-ერთი კაცის სხეულზე სისხლს აწმინდავს. დანას კვლავ უბეში იბრუნებს.კაცის ჯიბიდან გასაღებების ასხმას იღებს და კარებს აღებს.

შიგნით შესვლისას იქ მყოფებიდან უმეტესობის ყურადღება მასზე გადმოდის,რადგან ჯიმინის და ჯექსონის დაშინებს შემდეგ ყველა სასიკვდილო ზარს ელოდებოდა.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now