32თავი."მეუფის ოჯახი"

471 60 458
                                    

-ანუ ყველაფერს გააკეთებ მის უკან დასაბრუნებლად?-კითხულობს საქანელაზე მჯდომი ათწლამდე ბიჭი და აქეთ-იქით ქანაობს.

მუხ ბმოდრეკილი იონჯუ ბიჭს წარბებშეკრული უყურებს და ცრემლებს სახიდან იწმენდს.

-შენ ვინ ხარ?

-ნუუ ვერ მიხვდი?-ბიჭმა უზარმაზარი ხისკენ გაიხედა-შენთან ასეთი სახით საუბარი რთული იქნებოდა.

-შენ...-გოგო მიწაზე დაჯდა-დამეხმარები?ანუ თეჰიონს დამიბრუნებ არა?

-თუ თეჰიონს დავაბრუნებ,მაშინ ყველაფერი უკან უნდა დაბრუნდეს. მისი შეცდომებიც უცვლელი დარჩება,მე კი კვლავ დავვაადდები და მოვკვდები.

-სხვა გზა არ არის?ჩემი სიცოცხლე წაიღე!რაც გჭირდება ყველაფერი წაიღე და შენი დაკარგული ნაწილი განიკურნე.

-ეგ ეგრე არ მუშაობს ძვირფასო-საქანელა გააქანა ბიჭმა-არსებობს ძალა, ჩემს დანაკარგზე ძლიერი ძალები,თუმცა ისინი ამ დანაკარგს არ შეესაბამებიან,ამიტომ მის აღდგენას ვერ შეძლებენ.

-თუმცა ისეთი ძალებიც არსებობენ, რომლებიც მას შეესაბამებიან-ასკვნის იონჯუ-მის მოპოვებაში დაგეხმარები.

-რა თქმა უნდა ეგეთი ძალა არსებობს და შენ შეგიძლია მოპოვებაში დამეხმარო.

-რა გავაკეთო-ფეხზე დგება და დაბნეული ხელებს იტეხს-მე...ბევრი შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ.

-შენი ძალები მომეცი.

-რა?

-ჩემს დანაკლის შენი ძალა შეესაბამება,შეიძლება შენ არ იცი მაგრამ შენში საკმაოდ ბევრი ძალაა,მათ შორის შანარას ძალებიც, რომელიც შენს სულს თან სდევს,შენს სულს არ წავიღებ,მაგრამ შენში ვამპირული ძალების გამომჟღავნების გამო გამოვლენილ ძალებს თან გავიყოლებ.

-წაიღე-დაუფიქრებლად ამბობს გოგო-ისინი არაფერში მჭირდება,შენი იყოს-ბავშვი თვალებს ჭუტავს და გოგონას კარგად აკვირდება.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now