გავითიშე.
არ ვიცი რა მოხდა მხოლოდ ის მახსოვს,რომ სქელი და მძიმე კაბით ელიონორასთან ერთად როგორ ვცდილობდი ნაპირზე ასვლას.
ავედი და ადგილზევე გავითიშე.სული დამიმძიმდა,გეჰენასა და ადამინების სამყაროს შეგრძნება სულ სხვაა.
განსაკუთრებით იმის შემდეგ,რაც ადამიანი გავხდი.
არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ, როცა თვალები გავახილე,უკვე მშრალი ვიყავი.გათენებული იყო.
ელიონორა ჩემს გვერდით იჯდა და კოცონს ხის ტოტით აწვალებდა.ნაცარს ფხეკდა და თვალები ცეცხლზე გაეჩერებინა.
-რატომ არ გამაღვიძე?-თავს ზემოთ ვწევ და ელიონორას გვერდით ვუცუცქდები.
-არ მჭირდებოდი,დაგავიწყდა?ბაბაუჩემი ლუციფერია,მეორე ბაბუა კი ფლორის ქალღმერთის შვილია.ბუნებაში მე ისე ვარ,როგორც სახლში.
-ადამიანების სამყაროში ვართ არა?
-კი-გარშემო სურნელს შეიგრძნობს-აქაურობა ყარს-იგივეს ვიმეორებ,რასაც ელიონორა, მაგრამ ვერაფრის სიმყრალეს ვერ ვგრძნობ- ადამიანების სამყარო დაბინძურებულია, ეს ბუნებასაც ეხება და სულსაც.ჩემდა ბედად მე ორივეს ვგრძნობ,ამიტომ გეუბნები-გარშემო მიმოიხედა -აქაურობა ყარს,როგორც ღორის ნაწლავები.
-აქ პირველად ხარ-ვეუბნები და ფეხზე ვდგები-დარწმუნებული ვარ მიეჩვევი.
-სად მიდიხარ?-ელიონორა ცეცხლს მზერას აშორებს და ყურადღება ჩემზე გადმოაქვს.
-აქედან გასასვლელი უნდა მოვძებნოთ,სამუდამოდ ტყეში ვერ ფავრჩებით.
-არა!-ელიონორაც ფეხზე დგება, თუმცა მაინც ზემოდან დავცქერი-როცა მამა მათთან მოაგვარებს საქმეს,ჩემს მოსაძებნად წამოვა,ჩვენი ნაკვალევი სტიქამდე მიიყვანს,სტიქსის მდინარე მას დაემორჩილება და ტელეპორტაციით აქ მოიყვანს-მუხლებში ვიკეცები და ელიონორას მხარზე ხელს დამამშვიდებლად ვუსმევ.
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...