28 თავი."ძალის გამოიღვიძება"

366 58 191
                                    

დერეფანში ბრმად მივდივარ ისე,როგორც მთვარეული ვიყო.ჩემი სხეული თან ჩემია,თან არა,თითქოს გონება ზედმეტად დათრგუნულია წინააღმდეგობის გასაწევად.

დერეფნებში სიარლის შემდეგ ერთ კარებთან ვჩერდები.კარებთან დაცვა არ დგას,თუმცა ვერ ვხვდები რატომ.

შიგნით შევდივარ,თითქოს რაღაც წინააღმდეგობას ვგრძნობ და მუცელი მეჭიმება,მაგრამ შიგნით შესვლას მაინც ვახერხებ.

გონება უეცრად თავის ადგილას ბრუნდება და გარშემო დაფეთებული ვიყურები.

"სად ჯანდაბაში მომათრიე კორა?"

აქაურობა პატარა ჩირაღდნითაა განათებული,ამიტომ თვალებს მიჩვევა უწევთ,რომ გავარჩიო რა ხდება.

საწყობის მსგავს ოთახში ვარ.მოულოდნელად ჯაჭვების ჩხარუნი მესმის და ჩრდილში სხეულს ვხედავ.

როცა სხეულს ვუახლოვდები,პირზე ხელს ვიფარებ.დასუსტებული და დაუძლურებული ქალი სასტიკად იყო გამოფიტული,ხელები ჯაჭვებით შეეკრათ და ზემოთ აექაჩათ,ხელები მთლიანად დასერილი ჰქონდა.შავი თმები სახეს უფარავდა,მაგრამ მისი ლურჯი კაბა ვიცანი,რომელიც ჩემთვის ქალღმერთის ტანზე მენახა.

-ლინა?-ხმა ათრთოლებული ვჩურჩულებ.ქალის სხეული ირხევა და მთელ ძალას თავის აწევაში ხარჯავს.

-იონჯუ?

ავტორის პ.ო.ვ

-გაიღვიძეთ-ჩურჩულებს დოგჰვა და მხრებს არხევს ჯუნი და ელი ოდნავ ირხევიან და დოგჰვას მკლავზე უფრო კალათდებიან-რეგვენებო დროზე ადექით!-დაიღრინმა მან და მხრები უფრო ძლიერად შეარხია.

ელიონორა მაშინვე წარბებშეკრული იღვიძებს,ჯუნს კი სახე ჩამომჭკნარი აქვს.

-მეძინება-წუწუნებს ის.

-იონჯუ გაქრა-ამბობს დოგჰვა და ამ სიტყვებით ორივეს აფხიზლებს.

-მოიცა ხომ არ წაიყვანეს?-შეშინებული კითხულობს ჯუნი.

-რეგვენია-შუბლი მოიზილა ელიონორამ.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now