10 თავი."მეორე ცხოვრება სხვა სამყაროში"

463 54 448
                                    

დილით თავის ტკივილი მაღვიძებს და თვალებს ბუნდოვან სივრცეში ვაღებ.

უზარმაზარი ჭაღი ზემოდან დამყურებს.

მე ხომ გუშინ თეჰიონთან დავიძინე.

როცა ხელს იმ ადგილს ვუსვამ,სადაც თეჰიონი უნდა იყოს ცარიელ სივრცეს ვაწყდები და თავს სწრაფად ვწევ.

-გაიღვიძა!-ბედნიერი ლოგინიდან ვძვრები და ჩემს ბოტასებს ვეძებ, მაგრამ ამის მაგივრად ლამაზი ქოშები  მხვდება და ისე,რომ არც ვუფიქრდები მასში ფეხებს ვაცურებ.

ალბათ მოახლემ დამიწყო.

ოთახიდან სწრაფად გავდივარ და დერეფანში მივრბივარ.უეცრად მოსახვევში ვიღაცას ვასკდები,მაგრამ ამავე პიროვნების ღონიერი ხელები მიჭერენ და მის სხეულზე მაკრობს.

-ასე დერეფანში ნუ დარბიხარ!-თვალების სიშავე იგივეა, მაგრამ სახე განსხვავებულია.

ჯონგუკს ისე სწრაფად ვშორდები როგორც უხარისხო წებო,რომელიც ფეხსაცმელს და მის ძირს ვერ აკავებს ერთად.

-თანაც ნახევრად შიშველი-ჩემს ტანსაცმელზე ვიყურები და თვალები მიფართოვდება.

-თანაც ნახევრად შიშველი-ჩემს ტანსაცმელზე ვიყურები და თვალები მიფართოვდება

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ხელებს მაშინვე მკერდზე ვიფარებ.ტანსაცმელი ვინ გამომიცვალა?

-გეთანხმები უნდა დამალო,მაგრამ ჩემთან არა-ამბობს ჯონგუკი,წელზე ხელს მხვევს და თავისკენ მივყავარ.თვალები მიფართოვდება.

-სულ გადაირიე შენ!-ვყვირი და კვლავ უკან ვხტები.

-რა გჭირს?დღეს ისედაც გვიანობამდე გეძინა,ცუდი სიზმარი ნახე?ჯიმინს ვთხოვ შენთვის რამე გემრიელი მოამზადებინოს-სანამ ხმის ამოღებას მოვასწრებდე უკნიდან ვიღაც მეხუტება.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now