23 თავი."განზომილებების ქალღმერთი"

372 54 173
                                    

როცა ბანაკში მივდივარ გაოცებული ვრჩები.აქ ერთხელ ვარ ნამყოფი და თითქოს იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

ბედნიერი სახეები ნატანჯად ქცეულიყო,დაჭრილი სხეულები და დამშეული ხალხი.

-მათთვის საკვების მოტანაც არ შეგვიძლია- ამბობს ჯეონგინი- გვალვაც დაიწყო- ამბობს და შემდეგ  ელიონორასკენ იყურება,რომელმაც ნახევარი საათის წინ წვიმა მოავლინა.

უეცრად ჩვენთან თინეიჯერი ბიჭი ღიმილით მორბის.

-ძმაო-უღიმის ჯეონგინს,ჯეონგინი თავზე ხელს უსვამს და ღიმილითვე პასუხობს.-წეღან გაწვიმდა,ბებიამ თქვა რომ ეს საწაული იყო,ყველა ისეთი ბედნიერი იყო-ბიჭისკენ მეც ღიმილით ვიყურები.

-დამსვი-მეჩურჩულება ელიონორა.ვემორჩილები და მიწაზე ვსვამ.გარშემო იყურება და ყველაფერს მისი უზარმაზარი თვალებით აკვირდება.

-გშია?-ეკითხება მას ჯუნი,მაგრამ როგორც კი ელიონორას მკაცრ მზერას იღებს მაშინვე დოგჰვას ზურგს უკან იმალება.დოგჰვა თვალებს ატრიალებს და გულზე ხელებს იკრეფს.

-თათბირი დაასრულეს?-კითხულობს ჯეონგინი.

-სენას კლანიც შემოგვიერთდა,დემონებმა დღეს დილით მათი ბანაკი გადაწვეს.-დამწუხრებული ამბობს ბიჭი.

-ანუ ამდენი დაჭრილი ამიტომაა აქ?

-ხო თან დამწვრობები დემონის ცეცხლითაა მიყენებული,ვერ ვკურნავთ,უკვე ოცამდე მაქცია დაიღუპა-ჯეონგინი მუშტს კრავს.

ელიონორა ბიჭის მხარს უყურებს.დამწვარი აქვს.

-დაიწვი?-ეკითხება მას.ბიჭი მხარზე იყურება.

-დაშავებულები მეც წამოვიყვანე-ამაყად ამბობს.ელიონორა მას უახლოვდება და დამწვარ მხარზე ხელს ადებს.დამწვრობა ქრება.-მოიცა...ეს დემონის ცეცხლისგან იყო...-ბიჭი ფითრდება.

-შემიძლია დავეხმარო-ელიონორა ჯეონგინისკენ ტრიალდება-დემონთა მაგია ჩემზე არ მოქმედებს შემიძლია ყველანი გავკურნო ვინც მათი იარაღით ან მაგიით დაშავდა-ჯეონგინი შეკრულ ხელს ხსნის და სახეზე ღიმილი ესახება.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now