-სად ვართ?-ვკითხულობ მაშინ,როცა სიბნელეში გზის გაკვლევას ძლივსძლივობით ვცდილობ.უეცრად ხელზე ვიღაცის ხელი მეჭიდება.ყვირილს ვაპირებ,მაგრამ ელიონორას ხმა მაჩუმებს.
-წივილი არ დაიწყო,საერთოდ რანაირი ვამპირი ხარ?სიბნელეში დანახვაც კი არ შეგიძლია-საიდან აქვს ამ ბავშვს ასეთი მწარე ენა?
უეცრად ცეცხლის ალი გარშემო ყველაფერს ანათებს.ოთახში დაკიდებული ჩირაღდნები ნათდებიან. გვერდით ვიყურები როგორ უშვებს ელიონორა ხელს.
-ეს შენი მაგია იყო?
-ხო-მოკლედ მიჭრის-ბაბუაჩემისგან გადმომყვა-მე თავს ვუქნევ.
-ეს ადგილი მეცნობა-გარშემო ვიყურები-ეს ხომ...
-გეჰენას მეფის სასახლეა-ამბობს ელიონორა-ასეთი ქვები და ოთახის წყობა მხოლოდ გეჰენაში,მეფის სასახლეშია-ის მართალი იყო,ეს გეჰენას სასახლეა,უფრო კონკრეტულად კი თეჰიონის ოთახი.
-ეს რაღაა?-მიყურებს ელიონორა და შემდეგ თავის ტანსაცმელს უყურებს. ეს მეც ახლა შევნიშნე, ის და მე წვეულებისთვის ვართ გამოწყობილები.
-ქვევიდან ხმები მოდის-ვამბობ მე ეს ჩემი ადამიანის ყურებითაც კი მესმოდა.
-ქვევით ჩავიდეთ-ელიონორა კარებს ისე აღებს,თითქოს მის სახლში იყოს.დერეფნებს სწორი მიმართულებით მიყვება და მეც მას მივყვები.
მაგრამ მოულოდნელად ვყოვნდები, როცა კედელზე გაკრულ პორტრეტს ვხედავ.
ჯონგუკის დიდებული პორტრეტი მთელ კედელს ამშვენებს.ეს კედელი ადრეც მინახავს,მაგრამ ზედ სხვა პორტრეტი ეხატა.თეჰიონი,ლინა და ჯონგუკი ერთად იყვნენ პორტრეტზე გამოსახულნი.ის უმშვენიერესი იყო.
როცა პორტრეტის ყურებას ვწყვეტ ვამჩნევ,რომ ელიონორა ჩემს გვერდით არ არის და ვკრთები.
ჯანდაბა დავკარგე-აზრზე არ ვარ ახლა აქ რა ხდებოდა და მისი სახელის ძახილს ვერ დავიწყებდი,ამიტო უბრალოდ ქვევით დარბაზში უნდა ჩავსულიყავი სადაც დიდი ალბათობით უნდა დამხვედროდა.
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...