18 თავი."გეჰენას მეუფე"

477 60 327
                                    

დიდი და ბნელ ოთახს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებს.შავ ატლასში გახვეული ქალი ლოგინზე მშვიდად, მისვენებულს სძინავს.მისი მუქი წაბლისფერი თმები ბალიშს ლამაზად ეცემა და უმშვენიერეს ნახატს ქმნის.

მამაკაცი ქალს მშვენიერ სახეზე ორ თითს ლამაზად უსმევს და სახიდან კისერზე სრიალით ჩამოჰყავს.

ქალი თვალებს ნელა ახელს და როცა მის წინ დაჩოქილ სილუეტს უყურებს, მაშინვე ზევით იწევა.

კაცი სიტყვის თქმის უფლებას არ აძლევს ისე,ხელს კისერზე უსრიალებს,თავისკენ სწევს და კოცნის.მონატრებული ტუჩები, მონატრებული სხეული,მონატრებლი სურნელი.ყველაფერს ღრმად შეიგრძნობს.

ქალს უკან ლოგინზე აბრუნებს,თუმცა ამჯერად თვითონაც თან მიჰყვება.

-მომენატრე ჩემო დედოფალო-ამოიჩურჩულა ქალის ტუჩებზე.

-დაბრუნდი-სიხარულის ცრემლი თავისით ეცემა მის ღაწვებზე.კაცი ტუჩებს შორდება და დასველებულ ღაწვებს უკოცნის.

-დიდი ხნით დაგტოვე-ეხუტება-მაპატიე.

-არა-კაცის განიერ მხრებს მისივე წვრილი მკლავებით ეხვევა-მთვარია დამიბრუნდი.-მზერას უსწორებს-ჯონგუკ-იღიმის ის და ბიჭსაც აიძულებს გაიღიმოს-სახლში დაბრუნებას გილოცავ.

***

-დედამ შენთვის ოთახი მოაწყო-ამბობს ლოგინზე წამომჯდარი თეჰიონი,რომელსაც ფეხები ჯვარედინად შეეკეცა და აქეთ-იქით ბავშვივით ირწეოდა-მაგრამ შეგიძლია აქ დარჩე,დიდი ლოგინი მაქვს,აქ მარტო ამხელა ლოგინში მოსაწყენია-იონჯუ სააბაზანოდან გამოდის და თან თმებს იშრობს.

ტანზე აბრეშუმის ნაცრისფერი პერანგი და ამავე ფერის გრძელი და თხელი ხალათი აცვია.

-აქ შხაპის მიღება შესანიშნავია.

-შემეძლო უფრო შესანიშნავი გამეხადა,შენ რომ მოგენდომებიმა,მაგრამ არაო!-ჩაიბურტუნა თეჰიონმა და კვლავ აქეთ-იქით რწევა გააგრძელა.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now