-თქვენი ნახვა ჩემთვის დიდი პატივია თქვენო უდიდებულესობავ- დაძონძილ ტანსაცმელში გამოწყობილი მოხუცი ქალი ჯონგუკს თავს უკრავ.სახეს ნაოჭები და წინ ჩამოყრილი აწეწილი გაჭაღარავებული თმები უფარავს.თხელი ტუჩებით იღიმის და კეკლუცი ღიმილით სახიდან თმებს იშორებს.
-დიდი ხანი გავიდა ფრეა-ჯონგუკი ქალთან მიდის და მის ორივე ხელს თავისაში იქცევს-როგორ გიკითხო?-მეგობრული ტონალობის ხმა აქვს.
-რას ვიზამ?უკვე ათასწლეულებია აქ ვარ,აღარც ისეთი მშვენიერი ვარ, როგორიც საუკუნების წინ-შემდეგ მზერა მორცხვად ჯიმინზე გადააქვს-დიდი დრო გავიდა ჯიმინ,უხუცესის წოდება მიგიღია,მომილოცავს.
-შენს ფონზე არაფერია-თავდახრით თქვა ჯიმინმა-ქალი ჯონგუკს შორდება და აქით-იქით ფაციფუცს იწყებს.
-გთხოვთ დაბრძანდით,ჩაის მოგართმევთ,სტუმრები ხშირად არ მყავს და...-მაგიდიდან წიგნები და გრაგნილები თავისით იწყებს ალაგებას,მტვერი იწმინდება სანთლები ინთება.ცხელი ჩაის ჭიქები და ორცხობილა კი გათავისუფლებულ მაგიდაზე ჩნდება-დასხედით-ბიჭები მაგიდასთან გვერდიგვერდ სხდებიან.
ქალი კაბის საყელოს იფერთხავს და მაგიდის თავში თავის დაძონძილ სკამზე კალათდება.
-აბა?-მომღიმარი სახით კითხულობს ქალი.
-არ იცი აქ რატომ მოვედი?-ჯონგუკი ღიმილით სვამს ქალის მოდუღებულ ჩაის-კვლავ ისეთივე ტკბილია.-ჯიმინი ჩაის ძალდატანებით სვამს.ქალს ჩაის მოდუღება არ შეეძლო,ჯონბგუკი კი ამას შესანიშნავად მალავდა.
-რა თქმა უნდა ვიცი,თუმცა მინდოდა დიალოგი გამეხანძლივებინა-გაბუსხულმა თქვა ქალმა-თუმცა ჩემი ცოდნა წინ მისწრებს-ჩაიბურტყუნა ქალმა.
-ვეჭვობ რთული საქმეა ცხოვრების მცველობა.
-რთული?არა რთულზე მეტად ეს დამღლელია,ადამაინების ცხოვრებას თვალს ადევნებ,მთელი დღე კინოსავით ვუყუერებ ხოლმე,თუმცა ხანდახა ეს მომაბეზრებელი უფროა ვიდრე დამღლელი.
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...