ბუნდოვანი გამოსახულება ნელ-ნელა იწმინდება და სასახლის უზარმაზარ ჭერად გადაიქცევა.
კვლავ სასახლეში ვარ.სიზმარი არ მახსოვს,უკანასკნელ მოგონებებში ჯონგუკია,რომლის მკლავებშიც გავითიშე
სამაგიეროდ მოგონებები აღმიდგა თეჰიონთან დაკავშიტებით და ვეღარ ვარკვევ ეს რამდენად კარგია.
ადგომა მომიწევს და თავის იმ არსებად მოკატუნება,ვინც არ ვარ,შემდეგ კი ლოდინი, კორა როდის წაშლის ჩემს მოგონებებს.
ფეხზე ვდგები და ფილტვებს ვავარჯიშებ.თავს ზედმეტად ადამიანურად ვგრძნობ,რაც გეჰენას მეუფის ცოლისთვის უცხო უნდა იყოს.
ფეხშიშველი ოთქხიდან გავდივარ და არ ვუფიქრდები იმას,რომ ოთახი ძველისგან განსხვავებულია.
-საუზმეზე დაგვეწვევი?-მეკითხება ქალის ხმა.მე უბრალოდ თავს ვუქნევ.
-კი ძალიან მშია-ქალს გვერდს ვუვლი და ნაცნობი ხმის გაგებას მხოლოდ ახლა ვიაზრებ.
ვიყინები.
უკან შებრუნებისას დოინჯშემორტყმული ლიზა მხვდება
-ლინამ ჩვენთვის საუზმე მოამზადებინა, ვფიქრობ შენ სისხლი გესაჭიროება,გამოფიტული ჩანხარ-სხეული მიკანკალებს.ლიზასთან მივდივარ და მხარზე ვეჭიდები.
-ნამდვილი ხარ-ვლუღლღებ ჩემთვის.
-ნუ კი-ყოვლისმომცველად იყურება ჩემს ხელებზე.
-გუშინ რა მოხდა?-უფრო საკუთარი თავისთვის დავსვი ეს კითხვა,მაგრამ პასუხი ლიზამ გამცა.
-საკმაოდ ბევრი რამ,თუმცა არავის აუხსნია კონკრეტულად რა, იმედი მქონდა დღეს განმანათლებდით- ლიზას ვშორდები და უკან ვიხევ.
-თეჰიონი-ჩემი პირიდან მისი სახელის წარმოთქმა მაფხიზლებს და დერეფანში ყვირილით გავრბივარ-თეჰიონ!-ვყვირი მის სახელს.
ნუთუ დავბრუნდი?უკან დავბრუნდი?მაგრამ როგორ?არაფერი მახსოვს!არაფერი მახსოვს!
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...