7 თავი."უწმინდური და დედოფალი"

458 62 152
                                    

წინა თავის დადებასთან დაკავშირებით შეტყობინება არ მოსულა და არ გამოგრჩეთ👆

-არ მეგონა გრიშებთან და მაქციებთან თუ დაიმალებოდი "უწმინდურო"- კაცი,რომელიც იონშიკის სახელით გამეცნო ქვევით იხრება და ჩემს სახეს აკვირდება.

ქალი კი,რომელმაც დამიჭირა,თმებში მწვდება და სახეს ზემოთ მაწევინებს.

-აქ საბჭოს წევრს რა ჯანდაბა დარჩენია?-კითხულობს ჰიუნჯინი და ცდილობს სიმშვიდე შეინარჩუნოს.უკან შებოჭილი ხელები მოძრაობაში ხელს უშლის.

-ნუთუ არ იცით,სახლში დამნაშავე რომ გყავთ?-ჰიუნჯინი წარბებს კრავს და მე მიყურებს.

-იონჯუ?

-ალბათ რაღაც შეცდომას-უკვე აზზრე მოსულმა ლიზამ ამოიღო ხმა.

-ჩუუუ-გოგონამ ლიზას ყბა დაუჭირა და ხელები მაგრად მოუჭირა.

-მას თავი დაანებეთ!-იღრიალა ლინომ და სანაცვლოდ მუცელში წიხლიც მიიღო.

-იონჯუ რასაც ამბობენ სიმართლეა?-მეკითხება ფელიქსი მომთხოვნი ტონით.

ვჩუმდები.ვიცოდი,რომ მათ საფრთხეში ვაგდებდი,მაგრამ მეგონა ლინა მომისწრებდა და გადამარჩენდა.ახლა რა უნდა ვქნა?თუ საბჭოს ხელში ჩავვარდები იქიდან თვით ლუციფერიც კი ვერ გადამარჩენს.

უეცრად გონება მინათდება.

ლუციფერი!მართალია!თეჰიონმა მითხრა,რომ ჩვენნაირი არსებებისთვის ლუციფერი ღმერთივითაა.ჩვენ მის სახელზე ვლოცულობთ და ისიც დახმარების ხელს გვიწვდის.

დახმარების იმედი დიდად არ მაქვს, მაგრამ როგორც მის ყოფილ სარხლოს არ გადმომხედავს მაინც?

თვალებს ვხუჭავ და ყველანაირ ტკივილს ვივიწყებ.

"გთხოვ მეუფე ლუციფერ,იხსენი შენი შვილი ამ განსაცდელისგან, თამეხმარე,რომ მათ გავექცე!გემუდარები ამომხედე და გადამარჩინე"

-რას აკეთებ?-როცა იონშიკი ამჩნევს, რომ რაღაცას ვბუტბუტებ მიყვირის ქალი კი თმებზე უფრო მაგრად მქაჩავს.ტკივილს ვერ ვგრძნობ და თვალებს ვახელ.ხედვა განსხვავებულია.

ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)Where stories live. Discover now