-ელიონორა დამშვიდდი-ელიონორას მხარზე ხელს ვადებ და პლედს სხეულიდან ვიშორებ.ელიონორა წამოდგომაში ოდნავ მეხარება.
ფეხზე ვდგები და სამივეს ვუყურებ ჩემს წინ.
-აქ რას აკეთებ ჯეონგინ?
-ეს ჩვენი ხროვის ტყეა ვნადირობდით,მე ის მიკვირს ამ ტყეში თქვენ რა გინდათ.
-გრძელი აბავია-ვამბობ და შემდეგ ბიჭებს ვუყურებ.ჯუნი დოგჰვას ზურგსუკან ამოფარებული ელიონორას მისჩერებოდა.
-ერთმანეთს იცნობთ?-კითხულობს ელიონორა და თან შუბს ძირს უშვებს.მე თავს ვუქნევ.
-შევხვედრილი ვართ.შენ სად იყავი?ტყეში რა გინდოდა?-ელიონორა კაბას გვერდით იწევს და კურდღელს იხსნის.
-შენთვის ვნადირობდი,არც ისეთი იოლი ყოფილა-ვიხრები და თავზე ვკოცნი.
-მადლობა-ელიონორა თვალებს ატრიალებს და კურდღელს წინ აგდებს.
-მაქცია,გრიშა-მაქციები.მათ იცნობ?-მე თავს ვუქნევ.
-ჩვენი სტუმრები გახსოვს?
-ერთი დარტყმული მაქცია,ერთი გრიშა,რომელიც ჩემს ძმა ძალიან არ მოსწონდა და ცოლ-ქმარი გრიშა და მაქცია-მე თავს ვუქნევ.
-იმ წყვილის შვილები-ხელს ბიჭებისკენ ვიწვდი-ლი დოგჰვა და ლი ჯუნი.
-ჩვენს მშობლებს იცნობთ!-მკაცრად ამბობს დოგჰვა და დავიფიცები ამ დროს ჰიუნჯინს ძალიან ჰგავდა.
-თქვენს მშობლებსაც,ფელიქსაც და ჰიუნჯინსაც-ბიჭებთან მივდივარ და ხელებით მუხლებს ვეყრდნობი-ჩვენ სკოლაში ერთად დავდიოდით.
-დედას სასკოლო ფოტოებში არ ყოფილხარ-ამბობს დაეჭვებული დოგჰვა.
რეალურად სკოლა არ დამიმთავრებია და ალბათ მაგიტომ,აბა ისე მე და ლიზა ერთად ფოტოებს არ ვიღებდით.
-ის ადამიანია,რომ მოეტყუა მიხვდებოდით-ეუბნება მათ ელიონორა.
აი ჩემი მფარველი ანგელოზი.
-ანუ სეუნგმინის ხროვის ნაწილები ხართ-ვამბობ და უკან მდგომ ჯეონგინს ვუყურებ,რომელიც თავს მიქნევს.
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...