-კარგად გახდება-ამბობს ჯიმინი და ლინას გვერდით უდგება.ლინა ცხვირსახოცით ცრემლებს იწმენდს და დიდ ლოგინზე უგონოდ მწოლიარე თეჰიონს უყურებს.
-რა ჯანდაბა გაუკეთეს?!-იღრინება და ემოციების შეკავებას ცდილობს.ზოგადად ეს არ უჭირს, მაგრამ იგი ხომ დედა?ლინა ზემდეტად სუსტია,როცა საქმე თეჰიონს ეხებოდა.(ჯონგუკისგან განსხვევებით,რომელიც ყველაზე ძლიერი სწორედ თეჰიონის გამო ხდებოდა)
-ბატონმა ჰუნმა გასინჯა,გარეგანი ჭრილობები თითქმის შეუხორცდა,მაგრამ შინაგან დაზიანებებს ვერ უმკლავდებიან-ლინას თვალებში უეცრად სიბრაზე კრთდება და ჯიმინისკენ განრისხებული ტრიალდება.
-მთელ გეჰენაში საუკეთესო მკურნალები მყავს,თვით პირველყოფილი მკურნალი დედის ფერცეფონეს შთამომავალი და გინდა მითხრა,რომ ვერ დაადგით თავი ჩემი შვილის მკურნალობას?!-ბრაზი ჯიმინზე გადაიტანა,მაგრამ იმასაც კარგად იაზრებს,რომ ჯიმინი აქ არაფერ შუაშია-ყველას გადაეცით, რომ თუ თეჰიონს რამე დაემართება და ვერაფრით უშველიან საკუთარი ხელით დავაჭრი თავებს თეთრი ოქროს მახვილით-გაღიზიანებული კვლავ ცდილობს შიგნიდან მოწოლილი მრისხანება დაიოკოს.-მაგ ნაბიჭვრებმა როგორ გაბედეს ჩემი შვილისთვის რამის დაშავება.
-ქალბატონო არც მე მესმის,ნათანიელს განა იმხელა ძალაუფლება აქვს,რომ ამ საქმეში ჩარეულიყო?
-არ ვიცი ჯიმინ,მართლა არ ვიცი.მის უკან ვინმე დგას?იქნებ აჯანყებას გეგმავენ?
-მეფე სულთა სამეფოეია და ალბათ ფიქრობენ,რომ სამეფო მისი არ ყოფნით დასუსტებულია.
-მათ მე ვაჩვენებ ამ სამეფოს ძალას,ჯერ დამაცადონ მაგ ნაბიჭვრებმა.-ლინა თავის სიტყვებს ზედაპირულად არა ისროდა.ზუსტად იცოდა,რომ მის ნათქვამს შეასრულებდა.
-ქალბატონო კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს.
-გისმენ.
YOU ARE READING
ვამპირის რჩეული/피드백🌕🌑(ნაწილი ll)(დასრულებული)
Vampireვამპირები მარადიული არსებები არიან.შეუძლებელია რაღაც მარადიულს დასასრული ჰქონდეს.სრულდება ერთი ისტორია და იწყება ახალი.ახალი ისტორია ძველ პერსონაჟებზე და სრულიად უცნობი გმირები,რომლებიც ახალ ისტორიას ატრიალებენ.ყველაფერი იცვლება რადგან "ვამპირს ახალ...