თავი 17 (გადაარჩინეთ!)

387 45 52
                                    

ვიცი..ვიცი..და ვიცი ასე რატო დავიგვიანე? იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი შესწორებას და ვერც წერას ასე რომ მაპატიეთ 💗💗🫂
მადლობა რომ საერთოდ კითხულობთ და არ მტოვებს  თქვენი საოცარი კომენტარები ...










თეჰიონი თავისთვის წამოწოლილიყო საწოლზე ....
ჭერს მიშტერებოდა და ფიქრებით თითქოს სხვა სამყაროში ყოფილიყო .

არც იცოდა რა უნდოდა მაგრამ გაახსენდა მარიას უსულო სხეული რომელიც უგონო მდგომარეობაში მიყავდათ
არ უნდოდა მასზე ფიქრი ...
ახალი თავისტკივილის დამატება ხომ საერთოდ მაგრამ უნებურად იწყებდა მასზე ფიქრს , ახსენდებოდა ყველაფერი და ახსნას ვერ უძებნიდა .

<< რა დაემართა?>>

საკუთარ თავს არაფერში დებდა ბრალს ერთხელაც კი არ უფიქრია რომ ეს მის გამო იყო ეგონა რამით მოიწამლა.
ხო... მარიას იღბლით ესეც სრულებით შესაძლებელი იყო ..
საკუთარ თავს მსგავს რამეებში არასდროს დებდა ბრალს ... რატომ მე  ? ყოველთვის ასეთ მომმენტებში საკუთარ თავს ასეთ კითხვას  უსვამდა..
მაგრამ ამჯერად თითქოს ოდნავ  მაინც იფიქრა "ჩემს გამო ხომ არ დაემართაო"  მაგრამ წამშივე გაფანტა ეს ფიქრები მიხვდა რომ მასში რაღაც ახალმა გაიღვიძა რაღაც შეიცვალა და ამის შეეშინდა ამიტომ ზუსტად ამიტომ გაფანტა ყოველივე კითხვა მის გონებაში ...

- აფსურდია.- წამოდგა და ქვევით ჩავიდა.
როგორც ყოველთვის ნამჯუნი დივანში მჯდომი  დახვდა გვერდით სამი წიგნი ედო ერთი კი ხელში აეღო სათვალეები ცხვირზე დაესკუპებინა და ამ სამყაროს მოწყვეტილი წიგნს კითხულობდა.

სამზარეულოდან გამოსულმა  სასიამოვნო არომატმა აიძულა ამჯერას სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება .
ისე შიოდა მოლანდებები ნ
დაწყებოდა , უკვე ეჩვენებიდა თითქოს სუნი ეძახდა * მოდი მზად ვარ  შემჭამეო*  ნასიამოვნები სახით სამზარეულოსკენ წავიდა.
სუნს მიყვებიდა და სამზარეულოსკენ მოუთმენლად მიიწევდა.
იქ შესულს კი ჯინი დახვდა.
წინსაფარი გაეკეთებინა თავზე რეზინის აბადოკი მოერგო და საჭმელს ურევდა ისე იყო გართული ვერც შეამჩნია მათ შესვლა და თეჰიონი ამ წამს დაფიქრდა ჯინი ის ამ წინსაფარში და ამ ნაჭრის წელვადი აბადოკითაც კი ლამაზად გამოიყურებოდა ვერ მიხვდა რატომ გაიფიქრა ეს მაგრამ მაინც ჯინი ხომ მუდამის თავის  სახეს  აქებდა და ადიდებდა .. . იქ იყო ჯიმინიც რომელიც იგივე მიზეზით მივიდა სამზარეულოში და  მოუთმენლად ცქმუტავდა ალბათ მასაც ისევე აწუხებდა შიმშილის გრძნობა როგორც თეჰიონს .

*PSYCHIATRIC HOSPITAL* -ფსიქიატრიული Where stories live. Discover now