❌ 28 ❌

292 35 13
                                    








მარია იმედგაცრუებული უყურებდა კარს სადაც მხოლოდ ნახევრად ბნელი დერეფანი მოჩანდა თუმცა წამსვე მისი სახის წინ ვარდი გამოჩნდა ..

- იმედია არ მიწყენ დაგვიანებისთვის - გაუღიმა და ვარდი მიაწოდა რომელიც გაღიმებულმა მარიამ გამოართვა .

-მადლობა - მორცხვად ჩაილაპარაკა და თეჰიონის გამოწვდილ ხელში თავისი ხელი მოათავსა ...

- წავედით - მარია კარიდან გამოიყვანა და გეზი გასასვლელისკენ აიღო ...
მარიაც წყნარად მიყვებიდა თუმცა როცა კარს მიუახლოვდნენ და იქ მარიას მოტოციკლეტი დახვდა გაოცდა თან დაინტერესდა ...

თეჰიონი წინ წავიდა მარიაც მას მიყვა მან უეცრად შარვალს ქამარი მოხსნა მოტოზე დაჯდა და როცა მარიამაც იგივე გაიმეორა მას შეხედა ..

-ეს მაინც დაზღვევისთვის - თქვა და ქამარი მარიას წელს შემოატარა ზედ მიიკრა და კარგად შეკრა ...

- მზადხარ?- კითხვა ღიმილით დაუსვა ..
მარიამ მხოლოდ თავი დააქნია და ზუსტად ამ წამს იგრძნო მან ის ადრენალინი რაც ამ საოცარ მანქანას მოქონდა ...
თავს თავისუფლად და ცოცხლად აგრძნობინებდა ...
მარია ეხუტებოდა თეჰიონს შეიგრძნობდა მის სურნელს , მოსწონდა მისი თბილი სხეული და თვითონ ის.

თეჰიონმა ვერ შეძლო კონტროლი გაეწია საკუთარი თავისთვის და მარიას მოხვეულ ხელს ჩაებჭაუჭა ძლიერად თუმცა არა ისე რომ მისთვის ეტკინა .
მარია ხმას ვერ იღებდა ერთადერთი ახლა რაც უნდოდა ეს იყო ის რომ ეს წუთები საუკუნობრივად გაწელილიყო და არასდროს ქონოდა დასასრული თუმცა არც იცოდა რა ელოდა წინ ეს ხომ მომავალია ბედნიერებით და სევდით სავსე,  ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს ..

მანაც ძლიერად მოხვია ისე რომ თეჰიონს ეგრძნო მარიას პასუხი .. ამაზე თბილად ჩაეღიმა და სიჩქარეს უმატა იქმდე სანამ დანიშნულების ადგილს არ მიაგნო .
მარია გაოცებული იყო ამ ხედით , უკვირდა ის თუ როგორ იყო ასეთ საშინელ ადგილას ასეთი ლამაზი ადგილი ...

*PSYCHIATRIC HOSPITAL* -ფსიქიატრიული Where stories live. Discover now