მარია ამჯერად არც ლილისთან არც იუნგისთან მისულა სასაუბროდ ის უბრალოდ ადგა და საავადმყოფოსკენ სწრაფი ნაბიჯებით სვლა დაიწყო .
ნაცნობ კაბინეტს რომ მიუახლივდა კარები ლამის შეამტვრია ისეთი შექანდა .
იქ კი მაგიდაზე ფეხებშემიწყობილი ლანსოკი დახვდა რომელსაც მისი დანახვა არც გაკვირვებია არც ფეხები ჩამოუღია მაგიდიდან და არც დაბნაულა მხოლოდ სიცილი დაიწყო რამაც მარია დააბნია .- შემობრძანდით შეყვარებულო გოგონავ- ირონიით მიმართა მარიას რომელიც უფრო დაბნაული გახლდათ ახლა იმაზე ფიქრობდა რომ ლანსოკი ვიღაც ჯადოქრის შთამომავალი იყო ან წინასწარმეტყველის რომელსაც შეშლილი ხალხისთვის დახმარების გაწევა ქონდა დაწყებული თვითონ კი მათზე უარესი იყო .
- შენ საიდან ...რა ??? ჰაა ?!! მოიცა... არა შეულებელია შენ საიდან? როგორ ??!- ემოციებს ვერ მალავდა ისე იყო გაკვირვებული და გაოცებული არ შეეძლო შეენახა ყოველი ემოცია .. ლანსოკმა კი მის ასეთ ქცევაზე კვლავ სიცილი დაიწყო ...
- იცი სანამ შემოხვალ დააკაკუნე ... იქნებ ვიცვლი?!- ხუმრობით უთხრა ისე თითქოს სერიოზულად აფრთხილებდა მარიამ კი როგორც შეშლილს ისე შეხედა .
- შენი ბებერი სხეული რაში უნდა მაინტერესებდეს ? - დაცინვით დაუბრუნა პასუხი და ახლა მხნედ გაემართა ფუმფულა დივნისკენ ზედ დაენარცხა და ლანსოკს შეხედა .
თავი უკან გადააგდო და როცა მიხვდა რომ ლანსოკი მზად იყო არც დასჭირვებია იმის თქმა რომ "დაეწყო" ის მშვიდად მითავსდა თავის საყვარელი გორგოლაჭებიან ტყავის რბილ სკამში და ხელებით სახეს დაეყრდნო მთელი სახე უღიმოდა ახლად შემოტანილ ცხელ ყავას ხელი დაავლო და ერთი ყლუპი მოსვა ახლა სრულიად მზადყოფნაში იყო მარიამაც ცალი თვალით შეხედა სახე მიაბრუნა და მზერა ჭერს მიაპყრო.- მე ის მომწონს- თქვა და წამსვე ლანსოკის ხარხარი გაიგო ... გაღიზიანებულმა კი მას შეხედა და კამის იქვე დადებული ლარნაკი ესროლა .
YOU ARE READING
*PSYCHIATRIC HOSPITAL* -ფსიქიატრიული
Fanfiction‼️გაფრთხილება‼️ ვისაც სუსტი გული გაქვთ და არ შეგიძლიათ დრამების წაკითხვა ნუ წაიკითხავთ 🖤 იმედია მოგეწონებათ . -გამიშვი!!! გამწარებულმა დაუყვირა. -უკვე მერამდენედ!! მერამდენედ მიყვირი!! შეიგნე რომ მე მეკუთვნი !! არ გაბედო მეორედ დაყვირება ... იცოდ...