Zwei

350 53 41
                                    

სიმღერა: Rusty K - Dark eyes

- დონგისთვის არ უნდა მომესმინა, ბავშვი არ უნდა წამომეყვანა, - ოხრავს ჯონგუკი და მეორე ღერ სიგარეტს აბოლებს.

ბიჭები დიდი გაჭირვებით გადავიდნენ ერემის საზღვარზე, მაგრამ მესაზღვრეები უფრო შორს აღარ უშვებენ. რებელიონში არ დაბრუნების შემთხვევაში, ტრაუმში გაგზავნით იმუქრებიან. ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავარ საგუშაგოს ელოდებიან. გარეთ ზამთრის დასაწყისია, დაღამებისას ყინულოვანი ქარი გაძლიერდა და ჯიმინი კანკალებს, უფრო მჭიდროდ ეხვევა ძველ ქურთუკში. ჰოსოკმა საკუთარი გაიხადა და ომეგას მისცა.

- გაიყინები, - ოხრავს ჯიმინი, მაგრამ ჰოსოკის გამოწვდილ ნაჭერს მაინც იცვამს.

- ჩემსას ჩაიცვავს, ნუ ღელავ - ჯონი თვალს უკრავს, - მაგრამ მე მგელი ვარ, ზამთრის არ მეშინია.

ბიჭების ყურადღება ორმოცდაათ წელს მიახლოებულმა ალფამ მიიქცია, კიდევ ორი შეიარაღებული ადამიანის თანხლებით. და მისგან გაგებული ახალი ამბავი სულაც არ აღმოჩნდა დამამშვიდებელი.

- ნებაყოფლობით დატოვეთ ტერიტორია, თორემ იძულებული ვიქნებით ძალდატანებით გადაგცეთ ტრაუმს, თან ბავშვიც თქვენთანაა - თავით ანიშნა ჯიმინზე.

ჯონგუკი, გვირაბის გადაკვეთისას დონგის სიტყვებზე ფიქრობდა, უმეტესად იმას რომ სისულელეა, მაგრამ მაინც რისკზე წამოვიდა. ახლა კი როცა ტრაუმში ან რებელიონში დაბრუნება ემუქრება - რაც აუცილებლად სიკვდილით დასრულდება, ალფა ამ სიტყვებს უნდა მიუბრუნდეს. რამდენიმე წამს ფიქრობს, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი, ბუნდოვნად იძახის:

- მონსტრს უნდა დაველაპარაკო.

სამი მესაზღვრის ხმამაღალი სიცილი ჯონგუკს აყოვნებს.

- შვილო, გესმის რას ლაპარაკობ? ტვინი ხომ არ გაგეყინა? - სიცილის არ წყვეტს, ისე ეკითხება მათგან მთავარი.

TraumWhere stories live. Discover now