Vierzehn

354 51 36
                                    

სიმღერა:

BTS - Fake Love (Orchestral Cover by MDP)

სასახლეში იუნგი და ჯონგუკი სხვადასხვა მანქანებით მიდიან. სახლისაკენ მიმავალ გზაზე ომეგა უშედეგოდ ებრძოდა საყლაპავში მოწოლილ ცრემლებს, უხაროდა რომ მხოლოდ ის და მძღოლი იყვნენ, რომელსაც დიდად არ ადარდებდა. დიდი ხნის განმავლობაში შეკავებულ ცრემლებს გათავისუფლების საშუალება მისცა. იუნგის არ უტირია ომის წაგების დროს, არც მაშინ უტირია როცა ყველაფერი დაკარგა, არც მაშინ როცა სიკვდილით დასჯის შესახებ გაიგო, მაგრამ ამ დილამ და საერთოდ ყველაფერმა, რაც მოედანზე მოხდა, ომეგაზე ყუმბარასავით იმოქმედა, თითქოს გადააყლაპეს და მასში იფეთქა ხარაჩოს გარშემო მყოფი ხალხის ხმების დამსახურებით, სიძულვილითა და გმობით სავსე მზერის გამო, შიგნეულობა მთლიანად დაუნაკუწა და ყოველი ცრემლის შემდეგ იუნგის საკუთარი სისხლის გადაყლაპვა უწევს.

მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ეზოში დიდხანს დგას, არ იცის რომელი მიმართულებით უნდა წავიდეს - სასახლისკენ თუ ავტოფარეხისკენ. ომეგის არჩევანს მერსედესიდან გადმოსული ჯონგუკი აკეთებს. ალფა იუნგის უახლოვდება, სახლისკენ ანიშნებს, ითხოვს, რომ მას გაჰყვეს. ომეგა ჩუმად მიჰყვება ძმებს და მათ ხალხს, მისაღებში შესვლისას მასზე ჩამოკიდებული თეჰიონის გამო კინაღამ დაბლა ეცემა.

- როგორ შეგეძლო? - იუნგი სიმწრით ეკითხება და მოკლე პასუხის მიღების შემდეგ ' მინჯუ ' ყველაფერი ესმის.

მსახურები სასწრაფოდ შეუდგნენ სუფრის გაშლას, იუნგი კი დივანზე მიდის, მიღებული შოკისაგან ჯერ კიდევ უკანკალებს კიდურები. ომეგა მოფუსფუსე თეჰიონს აკვირდება, ძმებ ჯონებსაც, რომლებიც ოთახის ბოლოში საუბრობენ და კვლავ ცდილობს შემდგომი მოვლენების სავარაუდო სცენარის დახატვას. არ გამოსდის. თვითონ ჯონგუკისგან მოსმენაღა რჩება.

ედი აცხადებს რომ ყველაფერი მზადაა, ჯონგუკი და ჰოსოკი ოვალურ მაგიდას მიუსხდნენ მინების ყოფილ მისაღებში, მირელის მსგავსად ორივეს საღამოს სამოსი აცვიათ, შუადღის მიუხედავად. ომეგა ჯონგუკის გვერით ჯდება, თავით ჯერ კიდევ დივანზე მჯდომი იუნგისკენ ანიშნებს და ეკითხება, რა მოხდა სიკვდილით დასჯაზე. ჯონგუკი მოკლედ უჭრის ,,რაღაცები შეიცვალა" და იუნგის მაგიდისკენ უხმობს. არ მოძრაობს.

TraumWhere stories live. Discover now