Vierundzwanzig

319 51 40
                                    

ისევ გადაქანცული ვტვირთავ თავს და იყოჩაღეთ<3

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერა :

ჯინჯუ :

Clint Mansel - First Snow

იუნგი ერთ-ერთ საყვარელ მელოდიას მაგიდაზე თითის დარტყმით ჰყვება, შორიდან უსმენს წყლის დინებას და ელოდება პლედს როდის მოუტანენ. გაზაფხულის ბოლოა, მაგრამ საღამოობით, წყალთან ახლოს მაინც გრილა. ქაი მართალი იყო, ამ უბრალო რესტორანში თევზი ყველაზე ნაზია. გემრიელად ისადილეს, აქა-იქ ყველაფერზე ისაუბრებს, მაგრამ არა ყველაზე მთავარზე. იუნგი ამაზე ლაპარაკს ყავის დალევისას აპირებს, აქ მხოლოდ ამის გამო მოვიდა, თორემ ამ ალფას კიდევ ერთხელ არ შეხვდებოდა, არის რაღაც უსიამოვნო ქაიში, რის გამოც ყოველ შეხვედრაზე საზიზღრად ბურძგლავს სხეულში.

- აბა, რა ხდება ტრაუმში? თუ აქ მხოლოდ შენთან საჭმელად ვარ? - იწყებს ომეგა.

- მომწონს შენი პირდაპირობა, - იღიმება ალფა.

- მეც, - ეთანხმება იუნგი. - მაგრამ როგორც პიროვნება არც თუ ისე სასიამოვნო ხარ ჩემთვის, ამიტომ შენნაირთან არ ვიმეგობრებდი.

- მტკიცებულებას დაგპირდი, - ქაი მობილურს სწვდება. - ყველაფერი რაც X ზონაზე ვთქვი სიმართლეა. შენს ქველმოქმედს, ვინც არ უნდა იყოს, ამის დამოწმება შეუძლია.

- ქველმოქმედი არ მყავს.

- ჰო, კარგი, - უკან იხრება ალფა. - აქამდე თვითონ მოაღწიე უპრობლემოდ და დახმარების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, - ტელეფონს ხსნის. - შეგიძლია ამას უყურო.

იუნგი ტელეფონს სწვდება, სახესთან ახლოს მიაქვს, გრძნობს როგორ სწრაფად იწყებს გული ცემას. დიალოგს არ უსმენს, რომელიც, როგორც ჩანს შორი მაძილიდან გაკეთდა, მას უყურებს. ჯონგუკი BMW-თან გვერდულად დგას, ჰოსოკს რაღაცას ეუბნება, თავის ხალხს ელაპარაკება, იუნგი კი მის შუბლზე ჩამოყრილ ლურჯ-შავ თმებს ხედავს, რომელსაც პერიოდულად თითებით უკან იწევს, კისერზე შემოხვეულ ყელსაბამს ხედავს, რომელიც დაცემული სინათლის გამო ბრჭყვიალებს, ხუთკუთხა ვარსკვლავი - რებელიონის სიმბოლო - იუნგის ხშირად დაუჭერია ტუჩებით, როდესაც ჯონგუკი თეძოებზე ძლიერად უჭერდა და ხმარობდა, ოდესღაც მათ საერთო საწოლში. იმ ჯონ ჯონგუკს ხედავს რომელსაც სამუდამოდ დაეძინა, როდესაც მათი სიყვარული ჯერ კიდევ ახალი ჩამარხულია საფლავაში. იუნგისი. ჯონგუკს სიყვარული არ ჰქონია.

TraumWhere stories live. Discover now