Einundzwanzig

422 50 90
                                    

დიდი და კარგად საკითხავი თავია,

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერები :

Arctic monkeys - 505

იუნგუკის ბოლო სცენა :

Irina Rimes - Cosmos

ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. საერთოდ როგორაა ეს შესაძლებელი, ფიქრობს ჯონგუკი, მთელი ძალით მტკივან თავზე ხელებს იჭდობს და როგორღაც ფეხზე დგება. შარვალს აფრიალებს, შუქს ანთებს და საწოლის ფეხთან გაჩერებული, დაჟინებით უყურებს გაჭიმვაში გართულ მირელს.

- რა ხდება?

- მითხარი რა ხდება, - ეუბნება შეურაცხყოფილი ომეგა, - იმის გათვალისწინებით, რომ ჩემთან ერთად იწექი საწოლში, სხვანაირად მოგნატრებია.

- ჩემს საწოლში როგორ აღმოჩნდი, - კბილების კრაჭუნით ამბობს ალფა, რომ ყვირილში არ გადაუვიდეს.

- მეღადავები? - მირელი საწოლზე ჯდება, - თვითონ დამირეკე!

- ამდაგვარი არაფერი მახსოვს, - ჯონგუკი მაგიდასთან მიდის აბების მოსაძებნად, რადგან მომდევნო ყველა სიტყვა ტვინს ურყევს, - ნუ მეთამაშები, ჩემი მოთმინების გამოცდა არ გინდა და კითხვებზე მიპასუხე.

- ეს უკვე არავითარ ჩარჩოში არ ჯდება! შეურაცხყოფას მაყენებ! - ყვირის ომეგა და ჯონგუკს თვალების დახუჭვა უწევს, რადგან ისეთი შეგრძნებაა, თითქოს თავში დინამიკები ჰქონდეს, ბიჭის ყოველი სიტყვა ყურის ბარაბნებს უფეთქებს,- ღამით დაგირეკე, - განაგრძობს მირელი. - თქვი, რომ ბარში იყავი და მთხოვე შენთვის კომპანიონობა გამეწია. მოვედი, დავლიეთ და შემდეგ აქ მომიყვანე. ჩემს მოსვლამდე უკვე არაფერი იყო შენგან დარჩენილი, მაგრამ ამას ჩემს ხმარებაში ხელი არ შეუშლია და ამიტომ, ახლა ასე ვერ ვიჯდები!

- ნუ მატყუებ, - ომეგა ბრაზისგან დაბერილ ვენებს ხედავს ალფის კისერზე, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს. - სექსი არ გვქონია, მემახსოვრებოდა!

TraumWhere stories live. Discover now