Dreiundzwanzig

343 48 63
                                    

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერა :

ვიჰოუფი :

Hypnogaja - Here comes the rain again (acoustic)

ფიქრის დრო აღარ არის, ხმები უკვე ძალიან მოახლოვდა. რაც უფრო ახლოვდებიან, მით მეტი წებოვანი შიში ეკვრის კანის მთლიან ზედაპირზე, თეჰიონი მოკანკალე გულს ძლივს იჩერებს საგულეში. ფეხზე დგება, იგნორირებას უკეთებს გულისრევის სურვილს, თავისივე სიცოცხლის შიშის გამო და აქეთ-იქით იყურება. ქვევით გზა არ არის, თუ,  რა თქმა, უნდა პირდაპირ ალფების კლანჭებში ჩავარდნას არ აპირებს, რომელთაც ძლივს შესამჩნევი სუნი ყველა სირენას ააქტიურებს თავში და საფრთხის შესახებ იუწყება. თეჰიონი მოაჯირზე დაყრდნობილი ადის ბოლო სართულზე და სამ კარს ხედავს. თეჰიონი სათითაოდ აჭერს სამივეს ზარს, თავის შეფარებას ცდილობს ვინმესთან, სანამ ედს დაურეკვდეს, მაგრამ ან ბინები დაუსახლებელია ან კიდევ არავის სურს თავგადასავლები, კარებს არ აღებენ, მაგრამ ქვემოდან უკვე ამაზრზენი ხმები ესმის 'კის, კის, კის'. თეჰიონი სპაზმებისგან გარშემორტყმული ტკივილის დაძლევას ცდილობს, ლუქზე ჩამოკიდებულ რკინის კიბეს სწვდება და ზემოთ ადის. სახურავზე ოცდაათი მეტრის მოშორებით კიდევ ერთ ლუქს ხედავს, ფიქრობს, რომ მასში ჩასვლით სხვა გამოსასვლელიდან გზაზე გაღწევა შესაძლებელი იქნება.

ჰოსოკი მანქანაში ზის, გამწვანებას ელოდება და თეჰიონს გამოგზავნილ რუკას დაჰყურებს. რა დარჩენია ამ ომეგას ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ რაიონში - ალფამ არ იცის, მაგრამ იცის, რომ იუნგის ეძებს და რატომ ეგონა, რომ ჯონებს იქ არ შეუმოწმებიათ. ჰოსოკმა ჯერ ყველა გარეუბნის გაჩხრეკვა ბრძანა.

რაც არ უნდა გაბრაზებული იყოს ჰოსოკი თეჰიონზე, პირველ რიგში საკუთარ თავს უბრაზდება, რადგან, როდესაც საქმე ამ მოუსვენარ ომეგას ეხება, საკუთარი წესების გაყოლას ვერასდროს ახერხებს. კბილებში ცრით ილანძღება და ტელეფონის კონტაქტებში შესვლისას, ედისას კრეფს. ალფა ჰოსოკს აცნობებს, რომ თეჰიონი რამდენი საათის წინ ზღვაზე სასეირნოდ წავიდა და მძღოლთან სალაპარაკოდ დროს სთხოვს. ჰოსოკი ზარს წყვეტს, ოფისისკენ აგრძელებს სვლას, როდესაც საკუთარი მგლის ოხვრა აყრუებს. გრძნობს, რომ გამომწყვდეული მხეცი სასოწარკვეთილად ცდილობს პატრონთან მიღწევას, თავის ქალას ურღრღნის, არასწორ მარშრუტზე მიუთითებს. ჰოსოკმა უნდა შეანელოს, ფანჯრები გააღოს, ამოისუნთქოს, რადგან ომეგის პირველი შეტყობიდან მოყოლებულმა შფოთვამ უკვე კულმინაციას მიაღწია. ჰოსოკი ახლა მას პირდაპირ მის წინ, ნაცრისფერ ასფალტზე ხედავს - თეჰიონი მისგან მიდის და არა მისკენ, გაბზარული ღიმილი გადაჰკვრია, 'მიშველე' -  სასოწარკვეთილად იმეორებს. შემომავალ ზარზე ალფა კრთება და სპიკერზე რთავს.

TraumWhere stories live. Discover now