უზარმაზარი, მრავლისმომცველი თავია და კომენტარები არ დამაკლოთ.
ისიამოვნეთ💙
~~~~~~~
სიმღერა:
ეს სიმღერა კონკრეტულად იუნგუკისთვისაა, მაგრამ გირჩევთ რომ გაამეოროთ ამ თავის კითხვისას:
MISSIO - Kamikazee
' ყველა ცოტათი კამიკაძეა, როცა საქმე სიყვარულს ეხება. '
- მეტყვის, რომ ზედმეტად სიშიშვლეს ავლენს და უკან მომაბრუნებს, მე კიდევ სამი საათი ვემზადებოდი, - ძმას ეწუწუნება იუნგი და თან სარკეში იყურება.
- წვეულება სასახლის გარეთაა, ფაქტის წინაშე დააყენებ და შენი დაბრუნება უადგილო იქნება, ამიტომ არ ინერვიულო, ჩემს საქმეში პროფესიონალი ვარ. - თეჰიონი იუნგის უფერული გლოსით უახლოვდება. - მე რომ მის ადგილას ვიყო, ძალიან ამაყი ვიქნებოდი ასეთი ომეგის ჩემ გვერდზე ყოფნით. თვალს ვერ გაშორებ.
- ახლა მარცხვენ, - იუნგი ქურთუკს ისწორებს.
დღევანდელი საღამოსთვის, მჭიდრო შარვალი აირჩია, რომელიც მაღაზიაში აიღო, ამოღებული თეთრი ბლუზა და ვერცხლის ძაფით მოქარგული ქურთუკი.
იუნგიმ თეჰიონს მაკიაჟის გაკეთება მიანდო, ახლა კი შავი ლაინერით გამოკვეთილი მელიის თვალები, სარკიდან უყურებენ. კიდევ ერთხელ იჩეჩავს თმებს და მოცულობას აძლევს, შემდეგ კი დაბლა მიემართება, ეზოში მისთვის მომლოდინე მანქანისკენ.
წვეულება რესტორანში ტარდება, ტრაუმის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს მეორე სართულზე. საპარკინგე რიგში დგომისას, იუნგი ფანჯრიდან ინტერესით უყურებს სტუმრებს, სევდიანად იხსენებს თვითონაც რამდენი ასეთი წვეულება აქვს გამართული. დღეს ტრაუმში ბევრი სტუმარია ჩამოსული სხვა ქალაქებიდან - იუნგის ყოფილი საბჭოს და ადმინისტრაციის წევრების დანახვა, მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს, მაგრამ არა რიგითი მოქალაქეების, საშინელება იქნება. მოედანზე დამცირება საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამას კიდევ გადაურჩეს. იუნგი ჯონგუკის ერთ-ერთი დაცვის წევრის თანხლებით, რომელიც მის შესახვედრად გამოვიდა, შიგნით შედის და რამდენიმე წამით, გამოწყობილი ხალხით სავსე უზარმაზარ დარბაზს თვალს ავლებს.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...