Funfundzwanzig

303 46 41
                                    

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

მინჯუ აღარ ლაპრაკობს. ჯინი საათებს ხარჯავს, მიუფურთხებია სამსახურისთვის და ხალხის წინაშე მოვალეობისთვის, ოთახში ზის, მაგრამ ჭერზე უფერული მზერით მიშტერებული ომეგა ჩუმადაა. თითქოს მინჯუ პალატაში არ არის, მისი მსგავსი არსებაა, მატრასიც კი არ იწევა, იმდენადაა გამხდარი, არაფრით ჰგავს თავის თავს. ჯინი მის ალაპარაკების მცდელობებს შეეშვა, გააცნობიერა, რომ ბიჭზე ალბათ არ ღირს ზეწოლა და ტკივილს თავად უნდა გაუმკლავდეს. უბრალოდ ალფა თვითონ ვერ უმკლავდება. დარწმუნებულია, რომ ომეგა თუ დაელაპარაკებოდა, ხელს მაინც დაუჭერდა და უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ამ პალატაში ყველა მარტო აგებს ბრძოლას, სასწორაკვეთილნი რჩებიან საკუთარ თავებთან - ერთი საწოლში, ერთიც სავარძელში.

ამ ბრძოლაშიც კი ომეგა უფრო ძლიერია ვიდრე ალფა. შუქი ქრება მისი თვალების ბოლოში ნაკვთები ეკვეთება, კანის სიფერმკრთალეს ვერც სითბო უცვლის და ვერც კვება - მაგრამ მაინც უფრო ძლიერია. ჯინი სუსტია. იმ საბედისწერო დღეს დაინგრა და იმის შემდეგ თავი ვერ აუყვანია ხელში. საწოლის წინ მუხლებზე დაიჩოქებდა, სახეს ხელისგულებში ჩარგავდა და დახმარებას შეეხვეწებოდა, მაგრამ სისუსტეს ვერ აჩვენებს, ვერც დაჭრილ სულს. მინჯუსთვის მაინც უნდა იყოს ძლიერი.

გაწერის დღეს მინჯუ მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებს - 'სახლს' - ხოლო ჯინი, ისიც ერთს ამბობს, მაგრამ განსხვავებულს. რამდენჯერმე იმეორებს. მაგრამ ომეგას სახის გამომეტყველებაც კი არ იცვლება ამით, თითქოს შორიდან უყურებდეს და ჩუმად მიდის მანქანისკენ. ჯინი მიჰყვება, ბიჭის გაყოლას პირადად წყვეტს ტრაუმში, გზაზე ამ საათების განმავლობაში მის გადარწმუნებას შეეცდება, რადგან დარწმუნებულია, როგორც კი მინჯუ საზღვარს გადაკვეთს, ალფა თავის ნაწილს დაკარგავს. როგორ დაბრუნდეს იმ სასახლეში სადაც ომეგა არ დახვდება? მხოლოდ მისი თეთრეული, რომელსაც მისი სურნელი აქვს დარჩენილი, საღამოობით საცობებიდან მისვლა ვისთან უნდა იჩქაროს, ვისი ღიმილი უნდა დაინახოს კვირაში სამჯერ და გაიგოს, თუ რატომ ცხოვრობს?

TraumWhere stories live. Discover now