სიმღერები:
ყველა წყვილს და მათ ფიქრებს შეეფერება:
Meg Myers - Heart Heart Head.
ჯონგუკის მანქანაში:
Frank Sinatra- Killing me softly.
ავტორის ჩანაწერი: << ეს თავი ამ სიმღერის მოსმენისას დავწერე >>
Damien Rice - Cheers darlin'.
- კარგად ხარ? - იუნგი ტერასაზე, დივანზე ჯდება და პლედში გახვეულ ჯიმინს უყურებს, რომელიც ხელში, უკვე დიდი ხნის წინ გაციებულ ჩაის აშტერდება.
- შენ როგორ ხარ? ტკივილმა გაგიარა? - აიგნორებს ომეგა.
- პირველმა მე გკითხე.
- წესით კი. ალბათ.
- არ მინდა, რომ სულში შეგიძვრე, - მინი დივანზე დაკეცილ მეორე პლედს სწვდება. - მაგრამ გუშინდელიდან მოყოლებული, მოწყენილი ხარ. თქვეს, რომ მონსტრი მოვიდა. მის გამო ხარ ასე?
- მინჯუ გიყვარს არა? - ჯიმინი მისკენ ტრიალდება.
- რა თქმა უნდა, მიყვარს, - ვერ ხვდება მინი. - ის ხომ ჩემი ძმაა.
- მისი სხვანაირად სიყვარული წარმოგიდგენია? როგორც შეყვარებული, როგორც წყვილი?
- საშინლად უცნაურია, - ამბობს იუნგი.
- ჰო, - დამწუხრებული პასუხობს ჯიმინი. - მაგრამ მე მაინც მიყვარს და ვერაფერს ვუხერხებ ამას.
- კარგად ვერ ვხდები, - მინი უფრო ახლოს იწევა. - შენი რომელიმე ძმა გიყვარს?
- თვითონ მკითხე, - ჯიმინი სევდიანად უღიმის და ნამჯუნზე უყვება.
- სიგიჟეა, - ოხრავს იუნგი და ფიქრობს. - მისმინე, - ათწუთიანი პაუზის შემდეგ ამბობს. - არასდროს არავინ მყვარებია და არ ვიცი რას ნიშნავს როცა ადამიანის გარეშე ტყდები, მაგრამ სხვა რაღაც ვიცი. არც ჯონგუკი შეგყვარებია და არც ჰოსოკი, არადა იმის გათვალისწინებით, რომ სისხლით ნათესავები არ ხართ, უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ პირადად მე, რომელიმე რომ შეგყვარებოდა, მაშინ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რადგან ისინი შენი ძმები არიან. მონსტრი შენთვის უცხოა. ალფაა, რომელიც ცხოვრებამ ადრეულ ასაკში მოგაშორა. მხოლოდ სისხლი გაკავშირებთ, სხვა არაფერი. შენი ძმა არ არის. მასთან არ გაზდილხარ, ერთ ჭერქვეშ არ გიცხოვრიათ - არ იცნობ, არ გიცნობს. ვფიქრობ, შენი პრობლემა მხოლოდ ერთ რამეში მდგომარეობს, - იუნგი ჯიმინს საფეთქელზე ადებს ხელს. - მასზე, როგორც ძმაზე ფიქრი შეწყვიტე. ალფაა, რომელსაც უყვარხარ და რომელიც გიყვარს. სიყვარულის დოზა ამ ცხოვრებაში იკლებს, რაც უფრო შორსაა, მით უფრო იცვლება და შემდეგ საერთოდ ქრება. ბევრისთვის, არც არასდროს მოდის. მთელ ცხოვრებას ძიებაში ან ლოდინში ატარებენ, საბოლოოდ კი ან მის გარეშე რჩებიან ან მისი მსგავსებით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ცდები. ბედმა სიყვარული დაბადებიდანვე გაჩუქა, არ მოგიწია ძებნა, ლოდინი, ფიქრებით თავის გაწამება, მისნაირს ვეღარასდროს შეხვდები - ვერცხლის ლანგარზე მოგართვა. შენ კი ხალხის ჭორაობის და გმობის გამო უარყოფ, ფიქრობ რომ ტაბუა, ყველას ხელს უწყობს, რომ აკრძალვაში დაგეხმარონ. გთხოვ, გაიგე, რომ ყველა აკრძალვა მხოლოდ ჩვენს თავებშია. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო შეგიძლია უარყო ნამჯუნი და ამაში არავინ მოგედავება, მამობა თუ გინდა, ბავშვის ყოლა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლია არ დათანხმდე ნამჯუნს. მაგრამ თუ ეს მნიშვნელოვანი არ არის, თავზე იმუშავე, შენი ალფა მიიღე და მთელი ცხოვრება უკან ყურებაში და ფიქრში არ გაატარო, ' ნეტავ რა მოხდებოდა თუ... '
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...