მოკლედ, დიდი თავია და არა მარტო დიდი...
უბრალოდ, გამძლეობას გისურვებთ.~~~~~~~
სიმღერა:
Chase Atlantic - Swim
- ოჰო, მონსტრს ახალი გატაცება აქვს, - ნაილმა ტელეფონის ეკრანი სახესთან მიიახლოვა.
- ნუ იცქირები მაგ ტელეფონში, თორემ გაგვაგდებენ, - ამბობს ჯიმინი და ლიდერს აკვირდება, რომელიც ენთუზიაზმით უყვება სტუდენტებს ახლახანს ჩატარებული ოპერაციის შესახებ.
- გეუბნები მონსტრს ახალი გატაცება აქვს მეთქი, წითელი კოდია, - სახელოზე ქაჩავს ნაილი მეგობარს.
- მოდი გამოვიცნობ, - იწყებს ჯიმინი და ხმას ადაბლებს, - მაღალი, გამხდარი...
- ანუ ნახე? - ნაილი იმედგაცრუებული ოხრავს, დროის უქონლობის გამო პირველმა რომ ვერ გამოაცხადა ეს ამბავი.
- სწორად გამოვიცანი, - იღიმება ჯიმინი, - ნახვა არ მიჭრდება. ამდენი წლის განმავლობაში მის საწოლში გავლილ ომეგებს შევყურებ, ამიტომ უკვე ვიცი მისი გემოვნება. სამწუხაროა, რომ ვერცერთ მის სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებ, - მეგობრის მობილურს ხელში იღებს, იქაურობას ეთიშება და სურათს აშტერდება.
მერსედესის ახალი მოდელის პრეზენტაცია სადისტრიბუციო ცენტრში. ფოტოზე ნამჯუნი მანქანიდან ახალი გადმოსულია, ლამაზი ომეგის ხელი უჭირავს, ისეთის, თითქოს მოდური ჟურნალის ყდიდან გადმოსული ყოფილიყოს. ალფა მშვენივრად გამოიყურება შინდისფერ კოსტუმში, ომეგაც არ ჩამოუვარდება, ფოტოგრაფებს უღიმის და პოზიორობს კიდეც.
ჯიმინი მოიტყუება თუ იტყვის, რომ ყველაფერი დამთავრდა, რომ ეჭვიანობის კლანჭები არ შემოხვევიან გულზე, კიდევ ერთი ჭრილობა არ დაუტოვებიათ. ბლანტ ნერწყვს ყლაპავს, ტკივილით იტანჯება ახალი ჭრილობის გამო და მეგობარს ტელეფონს უბრუნებს.
ჯიმინი უკვე ორი წელია ამ როლს თამაშობს. მისი ახალი როლი ძალიან რთულია, მაგრამ გარემოსა და რეაქციებს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს მშვენივრად გამოსდის, ოსკარსაც კი იმსახურებს. სცენარი თავად დაწერა, ფრაზებიც თავად შეადგინა, ღამე იმახსოვრებდა, ნიღაბი შეარჩია, დიდხანს ირგებდა, ბოლოს მოირგო და აღარ მოიხსნა. ჯიმინი თავს აჩვენებს, რომ არ აინტერესებს მონსტრი და მის კისერზე მყოფი სახელი, რომელსაც ქალაქის სახელწოდებად ასაღებს. ჯიმინისთვის ამ ორ ასოს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, ეს მისი საყვარელი ალფის სახელი კი არ არის, არამედ უბრალოდ სიყვარულის. ის, რის შესახებაც რომანებში წერენ, ოღონდ ბედნიერი დასასრულის გარეშე.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...