5470
ძალიან მენანებით ამ თავისთვის💔 და მაინც, თუ თვლით, რომ ჯერ ვერ შეძლებთ, მოგვიანებით წაიკითხეთ.
~~~~~~~
სიმღერა :
Lana Del Rey - Change
ლაპარაკი, თხოვნა, ახსნის მცდელობა - არაფერია საჭირო. ფინიშის ხაზია, რომელსაც თეჰიონი გადაკვეთს, ასფალტზე გათხაპნილ გულს დატოვებს და მეორე მხარეს გადავა, სადაც ის აღარ იქნება. ყვირილი, ისტერიკა, ხვეწნა - ისინი ვინც ამას აკეთებენ არ ნანობენ, შანსს არ გაძლევენ. ისინი ვინც ასე გამოიყურებიან, გტოვებენ, მიდიან და იმ გულის გადმოსაფურთხებლად გტოვებენ, რომელიც პირველი შეხვედრიდანვე აღარაა შენი, მშვიდად ლესავენ დანას, ასევე მშვიდად უყურებენ როგორ იჭრება კანი, რადგან ესეც უკვე დიდი ხანია რაც შენი აღარაა, შენზე მისი ნიშნები, ანაბეჭდები, კოცნის რუკებია დატანილი. მერე ზურგში გიბიძგებენ, გეუბნებიან ნარჩენები შეაგროვე და გაქრიო. მაგრამ თეჰიონს წასაღები არაფერი აქვს. ყველაფერი რაც გააჩნია (გააჩნდა) მის წინ სავარძელში ზის და წინადადებებს უკითხავს.
- ახლა ადექი, ჩაიცვი და ამ სახლიდან გაეთრიე. ისე რომ აღარ გნახო. აღარასოდეს, - ფოლადის ხმით ამბობს ალფა.
- ჰოსოკ, გთხოვ ეს ის არ არის რაც შენ გგონია... - თეჰიონი საბანს იხვევს და საწოლის ბოლოში მიცოცავს. რაც არ უნდა საშიში იყოს, მიახლოებას ცდილობს, დაე, ჰოსოკმა მოშორება სცადოს, ბოლომდე ჩაეჭიდება.
ალფა არ პასუხობს, მზერას აშორებს, მაგრამ თეჰიონი მზად იყო მასში ამ სიცარიელის გასაძლებად, როგორმე თავი ხელში უნდა აიყვანოს, რადგან სწორედ ახლა კარგავს მას. ჰოსოკი ხელის აუკანკალებლად წყვეტს მათ შორის ყველაფერს, თეჰიონი დამნაშავეა, ისევ ყველაფერი დაწყევლილად გააფუჭა, მაგრამ მათ შორის გაბმული წითელი ძაფის გაწყვეტის ხმა და თავს ცოცხლად აღარ გრძნობს. ჰოსოკისთვის მხოლოდ ურთიერთობაა, თეჰიონისთვის სიცოცხლე. თუ ამ კარიდან მართლა გავა, გულს აქ დატოვებს, კანი მაშინვე ნაცრისფერი გაუხდება, მორგში მყოფი ცხედარივით იქნება, ერთ დღეში წონაში მკვეთრად დაიკლებს, ხმა წაერთმევა და ყველაზე უარესი, ცხოვრების სურვილი ათიდან ნულ პუნქტამდე დაეცემა. ამბობენ რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვა ფიზიკურად არ ვლინდება, ამიტომ ეკეტება ფილტვები, გულის ყოველ დარტყმაზე ცეცხლი ეკიდება, ფერფლსაც ხედავს, რომელიც ოთახის გარშემო დაფრინავს.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...