Neunzehn

458 50 91
                                    

ამ თავზე უკომენტარობას არ გაპატიებთ🔪

6253 სიტყვაა😮‍💨

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერები:

Sufjan Stevens - Visions of Gideon

ვიჰოუპი :

Laurel - next time

- სხვათა შორის, მომენატრე, - განაწყენებული ტონით ამბობს მირელი და თითს ალფის საყელოზე ატარებს, - თითქოს ფაქტი რომ რამდენიმე საათით გვიან წახვიდე, სამყაროს დაანგრევდეს.

ვითომ ჯონგუკს აქ ყოფნა უნდოდეს. ომეგის წინ დგას, უყურებს მას, მაგრამ გზაზე ექვს საათს ხედავს, თუ გაზს დააწვება - სამ-ნახევარი, ხედავს როგორ მისრიალებს ძვრიფასი დრო თითებს შორის, ხედავს, რომ შიდა საქმეები უნდა გადადოს და საგარეო პოლიტიკას მიხედოს, პირველ რიგში - ტურებს. უნდა გაიგოს რა უნდათ და სამოქმედო გეგმა მოიფიქროს, შეხვედრისთვის უნდა დარეკოს, სოკჯინთან დაკავშირება სცადოს და აუცილებლად უნდა წავიდეს ერემში. აუცილებლად. აუცილებლად. აუცილებლად. მირელი კი გამაღიზიანებელია, ნერვებზე დათამაშებს თავისი მომაბეზრებელი ტკბილი ხმით, ჯონგუკი უყურებს, მაგრამ ომეგის მაგივრად, სქემებს, გრაფიკებს და მდებარეობებს ხედავს.

- სახლში უნდა წავიდე, - ალფა ხელს იშორებს და დაბლა სწევს, - მადლობელი ვარ რომ კომპანიონობა გამიწიე, მაგრამ ახლა მანქანა გელოდება და წადი უკვე.

- შენი სახლი ერემშია, - ბრაზდება ომეგა.

- ჩემი სახლი ტრაუმშია, შენთან სიუხეშეს ნუ მაიძულებ, - წარბებს კრავს ჯონგუკი და როცა ხედავს რომ ბიჭს თვალები ცრემლებით ევსება, თავისკენ იზიდავს და ეხვევა, - ბოდიში, - მის თმებში სუნთქავს და თავისთვის ფიქრობს რომ იუნგი მინიმუმ ჯოჯოხეთში გააგზავნიდა, მაქსიმუმ მუშტს კიდევ შეახვედრებდა და ეღიმება.

ჯონგუკი იუნგისთან ერთად აპირებდა წამოსვლას. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მის სახელს უკავშირდება, საბჭოს მხრიდან გაუგებრობის, თუნდაც მისი ხელმძღვანელობით და საზოგადეობაში გავრცელებული ჭორების, მაგრამ ომეგასთან სადილის შემდეგ გადაიფიქრა.

TraumWhere stories live. Discover now