სიმღერა:
Paper Airplane - Julia & Angus
- ბატონი დი კაბინეტში გელოდებათ, იმედი მაქვს, რომ გზამ ძალიან არ დაგღალათ, - მსახურთუფროსი ეკითხება მის უკან მიმავალ ომეგას.
- არა, გზაში დაძინებაც კი მოვახერხე - იღიმება მინჯუ და ენთუზიაზმით აგრძელებს უზარმაზარი დარბაზის კედელზე ჩამოკიდებული ნახატების თვალიერებას.
დღეს მინჯუ პირველად შეხვდება და ისადილებს საქმროსთან ერთად. რაც არ უნდა დაჟინებით მოეთხოვა დე მინგს, რომ ბობი დი ტრაუმში ჩამოსულიყო, ალფა ყოველ ჯერზე უარს ამბობდა ,,არაადეკვატური" დაცვის სისტემის გამო. იუნგისთან სასტიკი კამათის შემდეგ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მინჯუს ჯერ კიდევ მტრის ტერიტორიაზე გაგზავნას, დე მინგმა უკან მაინც არ დაიხია და მინჯუ ახლა ამ მდიდრულ ბაროკოს სასახლეში, ვილენის გულშია.
- ნახატები მოგწონთ? - მსახური სვლას ანელებს, რადგან შეამჩნია, რომ ომეგა ერთის წინ გაჩერდა და დიდი ინტერესით უყურებს.
- ძალიან უცნაურია, - მინჯუ ისე ამბობს, რომ არც კი მიუხედავს, - არც ისე სასიამოვნო გრძნობებს მიტოვებს, მაგრამ ამავე დროს ძალიან მინდა, რომ ვუყურო...
- რენე მაგრიტი. ,,შეყვარებულები", სიურეალიზმი, - მარცხნიდან უცნობი ხმა მოდის და შეშინებული ომეგა მისი მფლობელისკენ ბრუნდება.
მის გვერდით მაღალი და ძალზედ სიმპატიური ალფა დგას, რომლის მსგავსიც მინჯუს აქამდე არ უნახავს. მამაკაცს მუქი ლურჯი, იდეალურად მორგებული კოსტუმი აცვია, შავი თმა ლამაზად აქვს დავარცხნილი. ახლა ომეგა ნახატებზე არანაკლები ინტერესით უყურებს ალფას.
- ბოდიში, - მინჯუ თვალებს აშორებს და ტილოს უბრუნდება, - ეს ნახატი იმას ნიშნავს, რომ სიყვარული ბრმაა?
- თვითონ მხატვარსაც კი არ განუმარტავს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ნახატს, მაგრამ გავრცელებული მოსაზრებაა, რაზეც თქვენ საუბრობთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მაგრიტისთვის ეს ძალიან ზედაპირულია.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...