გუშინ თავი წაიშალა, გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო და ამიტომაც იდება დღეს💙
ისიამოვნეთ - მეთქი, ვერ გეტყვით. თუ თვლით რომ ჯერ მზად არ ხართ, კეთილი რჩევაა, მოგვიანებით წაიკითხოთ. საკმაოდ ემოციური თავია💔
~~~~~~~
სიმღერა :
Lara Fabian - Je Suis Malade
- ვილენში რატომ ვართ? - თეჰიონი დილის სუსხის გამო კანკალებს როდესაც მანქანიდან გადმოდის. - იუნგიმ თქვა რომ ერემში გადაგვიყვანდნენ, - ბრუნდება და მის გვერდით მდგომ კიმ სოკჯინს ხედავს, რომელიც ნიღაბს იხსნის. - ვერ ვიგებ, იუნგიმ გამოგგზავნა თუ არასწორ მანქანაში ჩავჯექით? - უნდობლად უყურებს ომეგა.
- არაფრის გაგება არ გჭრიდება, - ალფა თანაშემწეს უყურებს, რომელიც კვონის, ოჯახს ნივთების გადმოტვირთვაში ეხმარება. - შენთვის გამოყოფილ საძინებელში უნდა წახვიდე, შხაპი მიიღო და დაიძინო. ხვალ შენი დახმარება დამჭირდება.
- გამოდის შენც მათთან ერთად ხარ, - თეჰიონი ნათლად უღიმის, მაგრამ მაშინვე შორდება ღიმილი ალფის პირქუში მზერის გამო, მძიმედ ოხრავს, ზურგჩანთას იღებს და სახლისკენ მიდის.
კვონებიც მას მიჰყვებიან, ყველა მინჯუს გარდა. უკანასკნელია რომელიც სავარძლიდან მძიმე ტომარას იღებს, მაგრამ ჯინი მაშინვე ართმევს მას.
- არაუშავს, არ მიჭირს, - ომეგა გამოსართმევად იწევს, მაგრამ ალფა ზურგსუკან მალავს.
- ძალიან მინდა გკითხო როგორ ხარ, - ფრთხილად იწყებს ალფა. - მაგრამ მესმის რომ კითხვა უადგილოა, სახლის დატოვება მოგიწია, რადგან შენს ქალაქში ომია...
- არაუშავს, - აწყვეტინებს მინჯუ და პირველად იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში რაც ერთად დგანან, თვალებს უსწორებს. - უარესებიც მინახავს.
ახლა ჯინის ჯერია რომ თვალები დახუჭოს, საბრძოლო ფეხსაცმელებს დააშტერდეს და აჩქარებული გულის დამშვიდებას შეეცადოს. იმდენი რაღაცის თქმა უნდა მინჯუსთვის და მოსმენაც, მაგრამ პირველ რიგში ჩახუტება, მის მყიფე სხეულს უნდა ჩაეხუტოს, სურნელი იგრძნოს, საკუთარ სხეულზე ამოიბეჭდოს, სახე ჩაურგოს ლავიწებში და ასე დარჩეს. სასურველია რომ სამუდამოდ.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...