Zwanzig

375 49 41
                                    

( 5055 )

უცებ იკითხება, მაგრამ რეალურად დიდი თავია😮‍💨

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

სიმღერა :

ყველასთვის იდეალურია :

Kwabs - last stand (thvn remix)

ჰოსოკს სძულს ეს დილა, დევნილები, საზღვარი, ბუჩქიდან დამიზნებული თოფი, ყურთან ჩაფრენილი ტყვია, მაგრამ არა თეჰიონი. საკუთარ თავზეა გაბრაზებული, თავის სისულელეზე, სიბრმავეზე, ბრაზისგან საჭეს რამდენჯერმე ურტყამს მუშტს - მასზე გაბრაზება არ შეიძლება.

როგორ უნდა გძულდეს, თუკი მისი თითების კვალი კისერზე ქაფდება და იწვის, თუ ხელისგულები ხელების მოგონებებს ინახავს, მგელი კი საზღვრიდან მოყოლებული არ ჩუმდება, ყმუის, ოხრავს. ჰოსოკს ეს ტუჩები უნდა სძულდეს სიმართლის ამდენი ხნის დამალვისთვის, მაგრამ თუ მათზე ფიქრობს, მხოლოდ მათი ფერი და წვნიანობა ახსენდება, იმაზე თუ უფრო ტკბილად როგორ აკოცოს და მათით გაძღომა როგორი არარეალურია. თეჰიონი იმდენად ლამაზია, რომ ახლა ჰოსოკს აღიზიანებს, მის სიძულვილსა და გაბრაზებას თუ შეეცდება, მოულოდნელად უდგება თვალწინ, ყველა ნეგატიურ გრძნობას პოზიტიური ცვლის. ახლა კი ხმა. ეს ღვთაებრივი ხმა, რომლემაც ერთი საათის წინ სიბრაზის ვულკანი გამოაღვიძა ალფაში, ერთი საათის წინ გაიგონა და ახლაც თითქოს ესმის. ჰოსოკს სკალპის ახდა და თავში ჩაძრომა უნდა, იმიტომ, რომ გაიგოს, რას ფიქრობდა იმ მომენტში, როდესაც ასეთი საიდუმლო გაუმხილეს და თვითონ, გაუგებარია თამაშში პაიკია თუ უბრალოდ სულელი. მისი ხმის სილამაზეზე ფიქრობს.

ბრაზდება. უძლურებისგან კინაღამ ღრიალებს, რადგან საკუთარ თავთან ბრძოლა არ შეუძლია და ისევ ჯიბეში არსებულ შეკვრას ეკაუწება.

თეჰიონი მისი სიყვარულია, ამ დილასაც კი არასოდეს დაეჭვებულა ამაში, იმისდა მიუხედავად, რომ სიტყვებით დასერა და სასახლის ეზოში დატოვა, ჰოსოკს არასდროს შეჰპარვია ეჭვი. ახლა კი საზიზღარი ფიქრები, რომლებიც თავში უტრიალებს, მოსვენების საშუალებას არ აძლევენ, ყველა ჩურჩულებს, რომ ომეგა თვალებში უყურებდა და ატყუებდა, იდიოტად გამოიყვანა.

TraumWhere stories live. Discover now