Siebzehn

449 50 38
                                    

ისიამოვნეთ💙

~~~~~~~

თავის პირველი ნახევარი:

Enya chapter - Boadicea (Obsidia Remix) [Chillstep]

თავის მეორე ნახევარი განსაკუთრებით კი ბოლო სცენა:

Of Blood Red Roses - C21FX

- მაგრამ... - მინჯუ ვილენის ჰოსპიტალის ნათელ ფოიეში, ერთ-ერთ სავარძელში ზის და ნერვიულად ასწორებს კალთაზე დადებულ მართკუთხა ფურცელს.

- უკვე ათი წუთია რაც შენგან მხოლოდ 'მაგრამს' ვისმენ, სულელურ 'მაგრამს', - ამბობს ჯინი, რომელიც გაღიზიანებული დააბიჯებს დერეფანში. - ჩემი შვილია და ეს ტესტმაც დაამტკიცა, არანაირი 'მაგრამ' აღარ არის საჭირო.

- უბრალოდ არ ვიცი როგორ, რა...

- არ იცი ბავშვები როგორ კეთდებიან? - დამცინაცად ეუბნება ალფა და უახლოვდება.

- არ ვიცი რითი და ვინ გავაღიზიანე ასე ძალიან, რომ ორი ქალაქის კედელზე ვარ ასე გათხაპნილი, - ტკივილით სავსე თვალებს აპყრობს ომეგა, - თავიდან მეგონა რომ ჩემს საყვარელ ალფასთან მეყოლებოდა ბავშვი, შემდეგ გადავწყვიტე რომ საერთოდ არ მყოლოდა, იმ ურჩხული ბობისთან და ახლა იმასთან ვაპირებ ბავშვის ყოლას, ვისაც საერთოდ ფეხებზე ვკიდივარ. ყვავილების ჩუქება მაინც შეგეძლო, რადგან ეს ბავშვი გჭირდება და მის გაჩენას მაიძულებ.

- ნუ ადრამატიზებ, თუ ყვავილები გინდა, შევუკვეთავ, - ალფა გაბრაზებულია, - და საკუთარ თავს მაინც ნუ მოიტყუებ, შენც გინდა ეს ბავშვი.

- ახლა რა იქნება? - თემას ცვლის მინჯუ.

- ჩემთან გადმოხვალ საცხოვრებლად,  - ჯინი მის გვერდით სავარძელში ჯდება და სახანძრო დიაგრამას სწავლობს მოპირდაპირე კედელზე.

- ზედმეტია, - უბრუნდება მინჯუ.

- მხოლოდ ასე შემიძლია ბავშვის უსაფრთხოებაზე პასუხისგება, თან შესანიშნავი ექიმები მყავს, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები და ყველაფერს მიიღებ რაც გჭირდება. მდიდარი აღარ ხარ, არც მმართველი ოჯახი აღარ გყავს და არა მგონია რომ თავის სათანადოდ მიხედვა შეძლო.

TraumWhere stories live. Discover now