Elf

297 52 27
                                    

სიმღერა:

CAT - You Belong To Me

- რა არ უთქვამს? - დაბნეული აგრძელებს ჯიმინი კითხვის დასმას.

- მიჩი, - ნამჯუნი ნაბიჯს დგას მისკენ და ჰოსოკის იარაღის ქვეშ იყინება, რომელიც მასზეა მიბჯენილი.

- მიდი, უთხარი, მერე გამოიყენე შანსი და მიახლოება სცადე, - იფურთხება ჰოსოკი.

- რაზე საუბრობენ? რა ხდება? - ომეგა უკვე ნამჯუნს მიმართავს.

რაც არ უნდა ითქვას, რაც არ უნდა გაიგოს ერთ, ორ ან სამ წუთში - უკვე იცის, რომ ბოლომდე დასცემს, მიწაში ჩამარხავს, უფსკრულში ჩაითრევს - ჯიმინი გარეთ არ გადის.

- მიჩი საერთოდ არ გახსოვარ? - ფრთხილად ეკითხება კიმი.

- ვერ გავიგე... - ხელებს შლის ომეგა.

- ქვიშის ყუთი გახსოვს? რებელიონის მიტოვებული ქარხნის უკან? - ნამჯუნი უახლოვდება, არ რეაგირებს არც იარაღის მჭიდზე და არც გაცოფებულ ალფაზე, რომელიც ნებისმიერ წუთს მზადაა, რომ ნაკუწებად აქციოს. არაფერი ადარდებს. ჯიმინის გარდა არაფერი. მისი ერთი სიტყვა და ნამჯუნს პირდაპირ შხამიანი ისარი მოხვდება გულში, რომელიც მაშინვე მოკლავს ან  კიდევ პირიქით, -  გახსოვს ტკბილეული, რომელიც ძია სელისგან მომქონდა ხოლმე შენთვის? მარწყვის გემოთი გიყვარდა. ჩვენი დანგრეული სახლი გახსოვს? შენი ნარინჯისფერი საბანი? თოჯინაც გყავდა - ბამბის სათამაშო მელა, ძალიან გიყვარდა...

ნამჯუნი ლაპარაკობს, ჯიმინი უსმენს, ღრუბელივით იწოვს, მაგრამ არაფერი ესმის. კიმის მიერ ჩამოთვლილი მოგონებები ჯიმინის ყველაზე შორეულ მეხსიერების კუთხეში ციმციმებენ, მაშინვე ქრებიან - ისე, რომ ომეგას მოჭიდების საშუალება არ აქვს.

- არაფერი მახსოვს, მართლა არაფერი, - ჯიმინი სასოწარკვეთილი უყურებს ნამჯუნს, - მაგრამ თოჯინა... მეგონა, რომ ის მხოლოდ ჩემს სიზმრებში იყო...

- შენი სახელია კიმ მიჩი, რებელიონში დაიბადე ცამეტ ოქტომბერს, - ალფა პირდაპირ თვალებში უყურებს, თითოეულ სიტყვას ნელა და ნათლად წარმოთქვამს, - მაშინვე ხელებში აგიყვანე და იმის შემდეგ აღარ გამიშვია, სანამ შენმა ეგრეთწოდებულმა მამამ არ წამართვა შენი თავი და რებელიონიდან არ გამაგდო. ჩემი ძმა ხარ მიჩი. ჩემი ძმა და არა იმ ორის, რომლებიც ახლა იარაღს მიმიზნებენ.

TraumWhere stories live. Discover now