სიმღერა:
Rammstein - Mein Herz Brennt
ტრაუმის ყველა შეტევა წარუმატებელია, დახმარება არ მიდის და ზარალი უზარმაზარია. დე მინგი წინაპართა დაწერილ წესდებას არღვევს, სამხედრო ოპერაციებში ქალაქის ყველა სრულწლოვანი ალფის ჩართვას ითხოვს. იუნგი მაშინვე უარყოფს მის იდეას და მამასთან შტაბში დიდი კამათის შემდეგ ბრუნდება ბრძოლის ხაზზე. ტაქტიკის შემდეგ ტაქტიკას ამუშავებს. საათობით დაჰყურებს რუკას, არ ჭამს, არ სვამს და ყოველი დღის ბოლოს, სასოწარკვეთილებისგან მზადაა კედელებზე დაიწყოს სიარული ან იყმუვლოს.
ომის დაწყებიდან მეოთხე დღე გავიდა, თეჰიონი კი ისევ გაცხარებული უგზავნის იუნგის მესიჯებს, რომლის გახსნისა და წაკითხვის დრო არ აქვს, ეზოდან მომავალ ყოველ ხმაზე კანკალებს და ბევრს ტირის. უმცროს მინს ძალიან ეშინია ძმის გამო, სთხოვს თავისთან წაიყვანოს, ჰპირდება, რომ დაიცავს. იუნგი მხოლოდ ერთხელ ახერხებს პასუხის გაცემას, ომეგას არწმუნებს, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, რომ აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ მეორე საღამოს დადგომასთან ერთად ხვდება, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
მტრის მესამე ფართომაშტაბიანი შეტევის შემდეგ, იუნგი საბჭოს იწვევს, სადაც დანებების ვარიანტს განიხილავს. აღარ შეუძლია უყუროს საკაცეებზე დაჭრილებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს, რომლებიც ყოველ წუთს ტოვებენ ბრძოლის ველს. მეხუთე დღეს, თავად მგელი უკავშირდება და უმცროს მინგს ითხოვს.
იუნგი გევერდზე დებს პატარა რადიოს, რომელსაც ფრონტის ხაზზე მყოფ ძალებთან სასაუბროდ იყენებდა და ღრმად ისუნთქავს, როცა ტელეფონს იღებს.
- ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოჩნდი, - ავტორიტეტული სიძულვილის ხმა გაისმის ტელეფონიდან, - შენს საბრძოლო ტაქტიკებს ვაფასებ, მაგრამ დროა გაიგო, რომ მე მხოლოდ ჩემი ძალის ორმოცდაათი პროცენტი გამოვიყენე, ფეხზე კი ძლივს დგახართ. ასივე რომ გამოვიყენო ტრაუმისგან აღარაფერი დარჩება. ეგ არ მჭირდება. ხალხს არ ვებრძვი და არც დანგრეულის აღდგენა არ მინდა. კარგი ბიჭი იყავი, თეთრი დროშა აწიე და გარკვეულ გარანტიებს მიიღებ.
YOU ARE READING
Traum
Fanfictionკრიმინალური ალტერნატიული სამყარო, სადაც დღეს დაცემული ხვალ ადგება. გერმანულიდან Traum (ტრაუმი) ითარგმნება როგორც - ილუზია, ოცნება. 《 ომეგავერსი 》 ტრაუმის ავტორს აქვს ფიკების ექვსეული. თავად ტრაუმი მესამე ნაწარმოებია ქრონოლოგიაში. ქრონოლოგიურად შემ...