Dreizehn

402 53 38
                                    

სიმღერები:

იუნგუკის ფარეხის მეორე სცენის გარდა სულ უსმინეთ

Wicked Game - Ursine Vulpine ft. Annaca

იუნგუკის მეორე შეხვედრა ფარეხში

Lana del Rey - Old Money

დილა - დღის ახალი დასაწყისია, საუკეთესოს იმედი, კიდევ ერთი შანსი იმისა, რომ სხვანაირად წარმართო ცხოვრება. მაგრამ ახლა არა. იუნგისთვის ეს დილა მინუს კიდევ ერთი დღეა ცხოვრებაში - სავსებით შესაძლებელია რომ ბოლოც - შიშის და მოლოდინის კიდევ თორმეტი საათი.

იუნგის პატარაობაში საშინლად ეშინოდა ღამის, საწოლის ქვეშ მყოფი ურჩხულების, რის გამოც ხშირად მიდიოდა მშობლების საძინებელში, მამიკოს ძლიერ ეკვროდა და დაბინდების შემდეგაც კი არ გადიოდა ეზოში. დიდი ხანია პატარა აღარ არის, ახლა კი დილის ეშინია. ყოველ ჯერზე, როცა მზე ამოდის იუნგი შიშით  ივსება და დაღამებამდე არ ტოვებს.

იატაკზე ზის, ძმას მხრებს მსუბუქად უმასაჟებს, რომელსაც თავი მის კალთაში უდევს და ეზოდან მომავალ ყველა ხმაზე კანკალებს. მამის ამბავმა გატეხა, ის დასაცინი იმედიც მოუკლა რაც ჰქონდა, რომ შეწყალებას მიიღებდა და სამუდამოდ პატიმრად დარჩებოდა. არჩევანი აღარ არსებობს, ამ კარის მიღმა მხოლოდ სიკვდილი ელის. მთელი ღამე თეჰიონის მკერდზე იწვა, ჩაეძინა, რომ გაეღვიძა მის თმებში თითები ჰქონდა აბლანდული, სიმართლის თქმა კიდევ ერთხელ აუკრძალა, უთხრა, რომ არასოდეს აპატიებდა, იგნორირება გაუკეთა მის ვედრებას და ცრემლებს.

იუნგის შეეძლო, რომ სიმართლე გაემხილა მგლებისთვის, საიდუმლო, რომელიც უკვე ცხრამეტ წელს ითვლის და სიცოცხლე გადაერჩინა, მაგრამ იქნება კი ეს სიცოცხლე? მთელი ქალაქი შეიძულებს. ყველა ვისაც ელაპარაკებოდა, სადილობდა, სეირნობდა, მეგობრები და ნაცნობები, ისინი ვინც მასთან ერთად  ომობდნენ, ყველანი ზურგს აქცევენ. ამ მასშტაბის ტყუილი, მიუტევებელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ იუნგი მთელი ამ სიძულვილის ატანას შეძლებს, ერთი ადამიანის თვალებში გაბედვა მაინც ჩახედოს ისე, რომ არ შეაფურთხონ. სიკვდილისა და სირცხვილს შორის არჩევნის გაკეთებისას, ის პირველს ირჩევს. იუნგი არასოდეს ყოფილა მშიშარა, არასოდეს ყოფილა ნამდვილი ალფა, მაგრამ ყოველთვის ძლიერი იყო და სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ დაუშვებს მისი სახელის შეურაცხყოფას.

TraumWhere stories live. Discover now