სიმღერა:
ჯინჯუ - Muse - Unintended
- სად არის მინჯუ? - იუნგი მამის საკონფერენციო ოთახში ვარდება, მაგიდასთან მჯდომ პარტნიორებზე რეაგირებას არ ახდენს, პირდაპირ მისკენ მიდის.
- შვილო, - ალფა მშვიდად საუბარს ცდილობს, - უბრალოდ რებელიონის ირგვლივ კედლების გამაგრების იდეას განვიხილავდით...
- მინჯუ სადაა? - იუნგი მამის წინ ჩერდება, თავს ძლივს იკავებს, რომ პერანგის საყელოში არ ეცეს და საჭირო პასუხი ძალით ამოაღერღინოს.
- მინჯუ თავის საქმროს სტუმრობს, წამოდი ჩემს კაბინეტში წავიდეთ, - დე მინგი ფეხზე დგება, - ბატონებო, გთხოვთ მომიტოვოთ, რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვოთ, - ეუბნება მაგიდასთან მსხდომებს და იუნგისთან ერთად ოთახს ტოვებს.
- თავი ვინ გგონია? - გამაფრთხილებელი ტონით ეუბნება ალფა, როგორც კი კაბინეტში შედიან.
- როდის მოიცალე? ყველაფერი როგორ გადაამოწმე? - გაბრაზებული ხმით კითხულობს იუნგი, - რა თამაშს თამაშობ, უკვე გითხარი, რომ ქორწილი არ იქნება, რომ მინჯუ მაგ შეშლილთან...
- უკვე იყო, - დე მინგი კმაყოფილი იღიმის და თავის მაგიდასთან მიდის.
- რას ლაპარაკობ? - დაბნეული უყურებს ომეგა.
- მინჯუმ გუშინ დილით დატოვა ტრაუმი, საღამოს კი ხელი მოაწერეს, - ამბობს ალფა და შოკირებულ შვილს უყურებს, - გადავწყვიტე, რომ მოცდას აზრი აღარ ჰქონდა. ბობიმ მხარი დამიჭირა. ამიერიდან ისინი ოფიციალურად არიან ერთად, ქორწილის თამაში კი ტრაუმში ცოტა მოგვიანებითაც შეიძლება.
- მინჯუ არადროს გააკეთებდა მსგავს რამეს, - იუნგი უარს ამბობს დაჯერებაზე, - პაემნის შემდეგ სრულიად გატეხილი დაბრუნდა, როგორ აიძულე... ისევ რებელიონით დააშანტაჟე?
- მელოდებიან, შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს. მაგრამ იცოდე, რომ რაღაც მოხდება. ხალხი ყველანაირ ინფორმაციას მაწვდის და ვგრძნობ, რომ ჩვენს წინააღმდეგ რაღაც იგეგმება, ამიტომ ქორწილი დავაჩქარე.
