Vier

339 49 67
                                    

სიმღერა : The Neighborhood - A Little Death

ნამჯუნი ამას ისევ გრძნობს. თუმცა ამჯერად ამ თეთრეულზე, ვანილის სუნით გაჟღენთილზე, ოფლითა და სხვისი ვნების კვალით. გვიანია. უკვე ძალიან გვიანია საბედისწერო შეცდომის თავიდან ასაცილებლად და მეორე შანსის მისაცემად. ნამჯუნის მხეცი მასზე ერთი წუთით ადრე იჭერს მის იქ ყოფნას, მაშინვე აფრთხლებს, თუმცა დაგვიანებით.ალფა იყინება, იგნორირებას უკეთებს მის ქვემოთ მყოფი ომეგის უკმაყოფილო სახეს, ნელა ბრუნდება უკან, გარდაუვალის წინაშე. ჯიმინი ისევ კარებთან დგას და უყურებს. ისე უყურებს, რომ ნამჯუნმა მაშინვე გული ამოიგლიჯა, თვითონვე დადო ეშმაკის წინაშე, ოღონდ უბრალოდ დრო გადაახვიოს, დარწმუნდეს, რომ ომეგა ახლა ამას ვერ ხედავს. ნამჯუნი სამუდამოდ დაიმახსოვრებს ამ სახეს, სიმწრითა და იმედგაცრუებით სავსე თვალებს, ყოველდღე შეახსენებს თავს. დიდი ხანია ზღაპრების აღარ სჯერა, უმაღლეს ძალებთან და ბოროტ სულებთან ვაჭრობს, იცის, რომ გაკეთებულის გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ დრო მერეც ექნება საკუთარ თავის გაკიცხვისთვის. ომეგას შორდება, იატაკზე დაგდებულ პირსახოცს სწვდება, სხეულის დასაფარად, მაგრამ ჯიმინი უკვე წავიდა. ნამჯუნი მას მიჰყვება და სამი ნაბიჯით ადრე იჭერს გასვლამდე, ერთი ხელით თეძოებზე შემოხვეულ პირსახოცს იჭერს, მეორეთი კი ჯიმინს იდაყვით თავისკენ აბრუნებს. ისევ თვალებში უყურებს და ხვდება, რომ სათქმელი არაფერი აქვს.

ჯიმინი სიმართლეს იმსახურებს, თუმცა ის ახლა მიწის ქვეშ რებელიონშია დაკრძალული, იუონთან ერთად, იმავე კუბოში. ნამჯუნი არაფერს დააძალებს, მარტო აიტანს ამ ტვირთს, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ომეგამ ამას გაუძლოს.
' საერთოდ არ მინდა დღევანდელი დღის შემდეგ, ტრამვირებული ფსიქიკის დაზიანება. მინდა ჩავეხუტო, ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ მზად ვარ დავუჩოქო. ვუთხრა, რომ მთელი გულით მიყვარს, რომ საფლავში ჩავიტან მის სიყვარულს. '
ამის ნაცვლად კი უბრალოდ უყურებს აცრემლებულ თვალებს, თავის გონებაში ნასროლი სიტყვებიდან ცდილობს ყველაზე შესაფერისი შეარჩიოს. ყველაფერი კარგადაა, - ჩვეულებრივი სიცრუეა. მთელი არსებობა, ადამიანები სიმართლეს საკუთარ თავში მალავენ, რაც შეიძლება ღრმად და თვითონვე ირჩევენ ,,არასწორ" ქმედებებს.

TraumWhere stories live. Discover now