ღრმად ამოვისუთქე და ლანგარი სამზარეულოს მაგიდაზე დავდე.
ორი დღის წინ თაე სამსახურიდან გააგდეს და ამის გამო ძალიან მოწყენილი იყო.ისე რომ ოთახიდან არ გამოსულა.
ასე არ შეიძლება, წავალ და ვაჩვენებ რას ნიშნავს თაეს წყენა.
~~~~
შავი შალვარის ზემოდან შავი ზედა ჩავიცვი და ჩემი საყვარელი მრგვალი სათვალეები გავიკეთე. მნიშვნელოვან ადგილას მივდიოდი და ლამაზად უნდა ჩამეცვა.
Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
ბოლოს სახლიდან გამოსვლა მოვახერხე და მივემართე პაკ ჰოლდინგისაკენ.
იმდენ ხალხში როგორმე მოვახერხე და დიდ შენობაში შევედი. სამწუხაროდ მალე მომიწია გამოსვლა. წინასწარ შეთანხმების გარეშე ბატონ პაკს ვერ ნახავთო.
ღმერთო! პრეზიდენტია თითქოს.
შენობასთან დავდექი და დავიწყე ლოდინი. ბოლოს და ბოლოს მოუწევს გამოსვლა და ვნახავ.
სადღაც ერთი საათის შემდეგ იმედგაცრუებული დავიწყე სიარული.
დაჯახების შედეგად, მძაფრი ტკივილი ვიგრძენი მხარზე და სათვალე დამივარდა.
სანამ დავიხრებოდი უკან გავიხედე. ბოდიში მაინც მოეხადა!
შემოვტრიალდი და ხელი გავშალე რომ სათვალე ამეღო. მაგრამ მაგ მომენტში ძვირადღირებული ფეხსაცმელი ვნახე. რომელიც ჩემს სათვალეს ანადგურებდა. (მოკლედ დააბიჯა)