Twenty

310 39 6
                                    

                           TAEHYUNG

სტაბილურად კისერზე სუნთქვას ვგრძნობდი, შევეცადე შეწუხებულად მივტრიალებულვიყავი.

მაგრამ, მცდელობით განისაზღვრა ჩემი საქციელი რადგან, გველივით გახვეული ხელების გამო სუნთქვასაც კი ვერ ვახერხებდი.

ელვის გახსნის ხმაზე თვალები გავახილე. რამდენიმეჯერ დახამხამების მერე, წინ გაკვირვებული ჯიმინი დამხვდა.

თვალები ქვემოთ ჩავწიე და სხეულზე გახვეულ ხელებს დავაკვირდი.

უკან რომ შევტრიალდი, ხეს როგორც კოალა ეხუტება, მასეთი ჰოსოკი ვნახე. ამ რიგად მე ხედ ვითვლენოდი. ეს უცნაური იყო.
უცნაური და ამაზრზენი.

მალევე მის ხელებიდან გამოვძვერი. ღრმად ეძინა, ისე რომ ვერც იგრძნო.
მაღლა, რომ ავიხედე გაბრაზებული მზერით  მდგომი ჯიმინა ვნახე.

"მოდი შენ აქ."

გამლანძღავი ხმის ტონით შემომძახა. არ ვიცოდი რა მექნა. ეს საშიშად გამოიყურებოდა.

ნელი მოძრაობებით კარავიდან გამოვედი და მაგასთან მივედი.

ციოდა ძალიან და ყველას ეძინა.ღმერთო... ჯერ ახლა თენდებოდა. რა უნდოდა ამას?

"რა მოხდა?."

დავამქთნარე. გაბრაზებული მზერით მიყურებდა.

"რატომ გეძინა მაგის კარავში?."

თავიდან მაღალი ტონით დაიწყო, მაგრამ სხვები რომ არ გაეღვიძებია ტონს დაუწია.

რა კითხვებს სვამდა. ძალიან უცნაური იყო. უცნაური კითხვები და საქციელი ჰქონდა.

"აი გუშინ კარავიდან რომ გამაგდეთ და დამიკიდეთ, ახლაც გააგრძელეთ დაკიდვა. ხასიათი არ გაიფუჭოთ."

ისტერიულად გაიცინა და ხელზე მომქაჩა.

"დაწექი მაგასთან?"

წარბები დავღრიცე , ვცდილობდი გამეგო რას გულისხმობდა.

"რა?"

Boss as bitchWhere stories live. Discover now