Ten

289 37 5
                                    

          

🦋TAEHYUNG🦋

დაცემინების დროს ნაცრისფერი სვიტრის კაპიშონი, ყავისფერ თმებიდან გამიცურდა.

ყურებზე სიცივე რომ ვიგრძენი იმ წამსვე დავიფარე. მთელი ღამე ბალკონზე გავატარე, მაგის გამო გავცივდი და კიდე მთელი სასტუმროს მოვლა მომიწია.

ღრმად ამოვისუნთქე და ჯიმინას დავხედე, რომელიც მე მიყურებდა.

''ჭამას თუ არ აპირებდი რატო შეუკვეთე?''

''მე არ შემიკვეთავს, თქვენ შეუკვეთეთ.''

''ნუ მეპასუხები.''

ჩხუბის თავი არ მქონდა ამიტომაც თავი ჩავწიე.

''წესიერი ტანსაცმელები არ გაქვს? მათხოვარივით რო დამყვები მარცხვენ. მოიხსენი ეგ კაპიშონი. ან არა, მახინჯ სახეს გიფარავს.''

უბრალოდ თავი დავუქნიე.

მისი სიტყვები გულს მტკენდა. მის ქცევებზე მიჩვეული ვიყავი მაგრამ მაინც ცუდად ვხდებოდი, მაგრამ როგორც ყოველთვის არ ვიმჩნევდი.

თავბრუ მეხვეოდა, თვალები მეხუჭებოდა. სხეულს ვერ ვგრძნობდი, პატარაზე რომ თითი დაედოთ გადავარდებოდი. ყელი მეწვოდა, ნერწყვს ვერ ვყლაპავდი...

ბოლოს ვაჯბატონმა ჭამა დაამთავრა და ანგარიში გადავიხადეთ. ადგომისას სკამს მივეყუდე, გასასვლელამდე უკან მივყვებოდი და ბლოკნოტში რაღაცეებს ვიწერდი.

რესტორნიდან გასვლისას, ხალხმრავლობამ თავბრუ უფრო დამახვევინა.შეჩერებული ხველება ისევ დამეწყო. უკვე ვეღარ ვითმენდი.

თვალები დამიბუღდა, ნაბიჯები შევაჩერე და ხმადაბლა გავიძახე.

''ბ-ბატონო პაკ.''

მას ჩემი ხმა არ ესმოდა.

''პაკ ჯიმინ!''

მას უკვე ვეღარ ვხედავდი.

თვალების დახუჭვისას ბოლოჯერ გავიმეორე.

''ჯიმინ.''

****

ნელ-ნელა თვალები გავახილე. სამჯერ თვალების დახამხამებისას პირველი რაც შემხვდა იყო გადასხმა.

Boss as bitchWhere stories live. Discover now