V/ თუ არ გახსოვთ წინა თავს აუცილებლად გადახედეთ❤️
ბოლოს ყველაფერი შევასწორე და მაგიდაზე დავდე.
უძილობისგან ვერ დავდიოდი. ნელი ნაბიჯებით ოთახიდან გავედი.
ჯიმინას ვეძებდი, საათებია არ ჩანდა. სხვათაშორის ეს კარგი რამ იყო.გაგონილი ტელევიზორის ხმაზე კიბეებისკენ მივემართე.
ის სავარძელზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. რა უცნაური ადამიანია.
მაგას რომ შევხედე, შავი ატლასის პიჯამო ეცვა, ეს მის თეთრ კანს საკმაოდ ეხამებოდა.
"დაამთავრე საქმე?"
ხმაზე ტრანსს მოვწყდი და თავი ავწიე.
"დროა წავიდე."
გასასვლეთან რომ მივედი, ხმამ სიარული შემაწყვეტინა.
"ნუ სულელობ. ცოტახანში გათენდება და ხუთი საათის მერე კრებაა. აქ უნდა დარჩე."
მძინარე თვალებით მას შევხედე.
"კრებაზე ასე უნდა მოვიდე?"
გახეული,შავი ჯინსები და პერანგი მეცვა. ეს არ იყო მისაღები კრებისთვის.
მან კი ტელევიზორი გათიშა და ჩემკენ გამოიხედა.
"შენთვის გავამზადე ის რაც ხვალ უნდა ჩაიცვა. წადი ახლა დაიძინე. ხვალ გასიებული თვალები არ მინდა."
ძალიან რომ არ მეძინებოდეს არ დავთანხმდებოდი მაგრამ უკვე თვალებს ვეღარ ვახელდი.
თავი დავუქნიე და უკან გავყევი. გზაში რამდენიმეჯერ წონასწორობა დავკარგე მაგრამ ოთახამდე როგორღაც ცოცხალი მივედი.
დაღლილი სხეული საწოლზე მივაგდე მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა რადგან მკლავზე დამიჭირა და ამაყენა.
"მაგ ტანსაცმელებით ამ საწოლში ვერ დაწვები."
გაუგებრად შევხედე.