❗️JONGKOOK❗️
უზარმაზარი სახლის წინ ვიდექი და ვფიქრობდი, ზარზე დავაჭირო თუ არა. ჭკუა არეული მქონდა...
გაურკვევლობამ მაგ ადამიანის სახლამდე მომიყვანა.
თეჰიონისთვის...
თეჰიონისთვის...
რამოდენიჯერმე გამეორებული სიტყვებით შევძელი და ზარს დავაჭირე.
გული ულტრა სისწრაფით მიცემდა და ღმერთს დახმარებას ვთხოვდი.
კარებთან დიდხანს ვიდექი.ვიფიქრე არავინ არარის სახლში და ბედნიერი სახით მოვტრიალდი რომ დავბრუნებულვიყავი სახლში, მაგრამ კარის ხმამ შემაჩერა.თითქოს დედამიწა გაჩერდა...
"რომელი ხარ?"
ხმის გაგონის შედეგად ოთხმოცდაათი გრადუსით შევტრიალდი, ისე რომ უკვე სახეში ვუყურებდი.
ნახევრად შიშველი სხეულის ნახვისას ტანში სიცხე ვიგრძენი. მუქი ლორინგის საყელო ხელით მოვქაჩე რომ სუნთქვა შემეძლო.
მაგ მომენტში ის ღიმილით მიყურებდა.
"ვიცოდი რომ მოხვიდოდი.სულ მოდიან."
სირცხვილისგან თავი დავწიე.ეს სიტუაცია საკმაოდ სასირცხვილო იყო.
შესასველიდან გაიწია და ხელით მიმანიშნა რომ შევსულვიყავი.
"ბედნიერი უნდა იყო, რომ თავისუფალ დროს მოხვედი."
ნეტა კარიდან დავებრუნე და შემდეგზე ვერცკი გავბედავდი მოსვლას.
ნელი და შეშინებული ნაბიჯებით შევედი სალხში. ერთი ადამიანისთვის საკმაოდ დიდი იყო.
ხელით კიბეები მიმანიშნა. " მაღლა ადი და პირველივე ოთახში შედი. სანამ მე მოვალ ჭკვიანად დამელოდე."
კიბეებს შევხედე და სხეული მიმეყენა. გაშეშებული ვიყავი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი.
წელზე ხელის წაკვრის მერე ტრანსიდან გამოვედი.
" მიდი ჰაა ახლა."