Twentytwo

356 46 7
                                    

          Taehyung

თბილი ხელები ცივ ხელებზე მომადო და მომქაჩა.

ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. ხმა არ ამომიღია,უბრალოდ გავყევი.სანამ მაგის კარავში შევედით, ფეხშიშველა რომ ვიყავი ვერ შევამჩნიე, ვერ შევამჩნიეთ.
კარვიდან მანქანის გასაღები აიღო და სწრაფი ნაბიჯებით ბანაკის ტერიტორია გავიარეთ, სანამ მე ქვას არ დავაბიჯებდი.

"აჰჰჰ!"

ჩემ ხმაზე უკან გამოიხედა.

"ღმერთო... ფეხსაცმელი არ გაცვია?"

პატარა ბავშვივით მხრები ავიჩეჩე. წინ დამიდგა და დაიჩოქა.

"ამოდი."

სანამ გავიგებდი რას გულისხმობდა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

"ამოდი თქო."

შეშინებულად ხელებით ხმრებზე და ფეხებით წელზე ჩავეხუტე.

ადგა და უკაცრიელ ტყეში წუწუნი დაიწყო.

"რაღაც ვიცი, რომ გეუბნები ხო მაგ კაცს ნუ უახლოვდები თქო. ღმერთო... რო ვერ გაქცეულიყავი?"

თვალები გადავატრიალე.

"რომ ვერ გავქცეულვიყავი, თქვენთვის მაინც არ შეიცვლებოდა არაფერი. მაინც ბოზი ვარ თქვენ თვალში."

ნაბიჯები გაანელა, მაგრამ ცოტახნის მერე ჩვეულებრივად გააგრძელა სიარული.

"არ ხარ."

"ჰაჰ?"

"არ ხარ ჩემ თვალში ბოზი."

მე მის ნათქვამის შოკს ვიტანდი, მან კი ჯიბიდან გასაღები ამოიღო, მანქანის კარი გააღო და საჭეს გვერდზე დამსვა.

თვითონ კი საჭესთან დაჯდა, ღვედი შეიკრა და მანქანა დაქოქა.

თავი მანქანის ფანჯარაზე დავდე და ტყეს თვალი გავაყოლე.
მანქანის შუქზე რაღაც ნაწილი ჩანა მხოლოდ.

რაც უფრო ვცილდებოდით იქაურობას, მით უფრო ვწყანრდებოდი. ვიცოდი რომ საშინელი ბანაკი იქნებოდა ჩემთვის. ჯონგუქის ამბები არ მყოფნიდა და კინაღამ გამიპატიურეს.
ანუ მთვრალი იყო, მაგრამ სხვა სიტყვით ვერ ვხსნიდი მის საქციელს.

Boss as bitchWhere stories live. Discover now