TAEHYUNG
"ბანაკში მოდიხარ ხო?" ბატონი ჰოსოკის ხმით ფანჯარას მოვწყდი და მას შევხედე. საქმისთვის სეულში იყო ვამოსული და მთხოვა რომ სადმე გავსულიყავით მეც არ ვაწყენინე.
"რა ბანაკი?"
გაიღიმა.ძალიან ლამაზი ღიმილი ჰქონდა.
"მომავალ კვირას თანამშრომლებთან ერთად ბანაკში მივდივართ."ესღა მაკლდა... და აქამდე რატო არ ვიცოდი?
"მგონი მე ვერ მოვალ."
"რატომ?"
ბევრ კითხვას სვამდა.
"უბრალოდ... არ მიყვარს ბანაკი."
"მაშინ სხვა რამე დავგეგმოთ... მაგალითად სასტუმროში დავისვენოთ?"
სხვათაშორის მაშინებდა.ჩემს იტრესებს ითვალისწინებდა. ეს ძალიან უცხოა...
"არა არა, ბანაკი სჯობს."
მანქანა გაჩერდა. მძღოლი ჩამოვიდა და კარი გაგვიღო. დიდი სავაჭრო ცენტრის წინ ვიდექით, რომელიც ჯონგ ჰოლდინგის იყო, ანუ ჰოსოკის.
შესასვლელთან სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები იდგნენ. ჰოსოკის ნახვისთანავე თავები დახარეს.
ბატონი ჰოსოკი ხელით უჩვენა რომ არ იყო საჭირო. აი ამით განასხვავდებოდნენ ჯიმინი და ჰოსოკი. ჯიმინი გიჟდებოდა კართან რომ არ ხვდებოდნენ და ჰოსოკისთვის ეს არ იყო საჭირო.
----
"გაერთე?" დასმული კითხვით თავი ავწიე.
ჩემთვის საკმაოდ სტრესიანი დღე იყო. ბატონი ჰოსოკი ძალიან ყურადღებიანი იყო, რაც მაწუხებდა.
ჩვეულებრივი დღე მინდოდა მე. ამიტომაც სავაჭრო ცენტრში კინოში შევედით და მერე ჩვეულებრივი ვახშამი გვქონდა. მაგრამ ჩვენს მიმართ მაინც დიდი ყურადღება იყო. მაგალითად ის რომ კინოს დარბაზში ჩვენგარდა არავინ არ იყო...."კი. დიდი მადლობა." ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
"ბატონ ჯიმინთან როგორი ურთიერთობა გავთ? ახლოს ხართ?"
![](https://img.wattpad.com/cover/134358614-288-k336727.jpg)