🐥JUNGKOOK🐥
იუგიომთან ერთად თაროზე პროდუქტებს ვაწყობდით და ვსაუბრობდით.
"ახალი ფილმია გამოსული, წავიდეთ?"
"თეჰიონ ჰიონსაც ვკითხავ, შენთვის პრობლემა ხომ არ იქნება ისიც,რომ წამოვიდეს?"
ისე თეჰიონი გუშინ იყო ჩამოსული და ავად იყო. ალბათ არ წამოვიდოდა.
იუგიომი ეშმაკურად იღიმოდა.
" იმ სიმპატიურ კუზინზე იძახი?"
ხელში შეფუთული დანა მეჭირა. მისკენ გავაშურე და ხელოვნურად გავიღიმე.
"ჩემ ჰიონს არ შეეხო."
"კაი ჰოო."
იუგიომი ყველა ლამაზ არსებას ეტენებოდა. ეს მისი დაავადებაა. სხვათაშორის თავიდან მეც მეტენებოდა.
"ჯუნქუკ."
მენეჯერის ხმით ნივთები იუგიომს დავუტოვე და მისკენ წავიდი.
"ქალის თეთრეულის რეიონში კლიენტია მოსული, წადი დაეხმარე."
" ღმერთო კიდე? სხვამ რო დაეხმაროს? "
ნერვებ შემშლელი კაცი ერთი წარბის აწევისას თავი დავხარე და ქალის თეთრეულის რეონისკენ მივემართე.
დიდ და მდიდრების მაღაზიაში ყველა მოსამსახურე სიმპატიური და ლამაზი იყო. მეც ლამაზი სახე მქონდა. ანუ ასე მეობნებოდნენ. ქალების ყურადღებას ვიპრყობდი.
ამიტომაც სულ მაგ რეონში ვიყავი.ეს მეზიზღებოდა.
ბოლოს რეონთან რომ მივედი, ის ქალი დავინახე რომელზეც მენეჯერმა იგულისხმა.
ღმერთო ჩემო მაგ შუბით დათვს გავდა.ხელოვნურად გავიღიმე.
" როგორ შემიძლია დაგეხმაროთ?"
თავი ჩემკენ შემოატრიალა, ცოტახანი მიყურებდა და მერე შავი საცვალის S ზომა მთხოვა.
დიდხანს მოვძებნე მაგრამ ვერ ვნახე. " S ზომა არ არის, თუ გინდათ წითლის S ზომას მოგცემთ."