🐻TAEHYUNG🐻
ტელეფონის ხმაზე თავი ავწიე. ჯიმინის ნახვა არ მინდოდა, ამიტომაც არ ვუპასუხე.
მაგრამ ცოტახნის შემდეგ ერთ-ერთი თანამშრომელი კარზე დამადგა და მითრა რომ ჯიმინი მეძახდა.
მგონი გაქცევის შანში არ მქონდა.
ავდექი და ღმრად ამოვისუნთქე. ძაან ვაბუქებდი. მხოლოდ რამდენიმე ჩუმად გადაღებული ფოტოები იყო.
თავს ვიტყუებდი.
კარებზე დავუკაკუნე და შევედი.
ის ფანჯარასთან იდგა და ხედით ტკბებოდა.
"გისმენთ."
ყურადღების მისაქცევად ხმა ამოვიღე, ის შემოტრიალდა სერიოზული მზერით.
"რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ?"
"ალბათ ვერ ვნახე."
ის ვთქვი,რაც პირველი მომაგონდა.
გაიღიმა, მიმანიშნა რომ არ სჯეროდა. საბუთები მომაწოდა.
" წადი და ესენი ჯანგ ჰოლდინგის თანამშრომლებს დაურიგე."
საბუთები გამოვართვი.ბანაკის შესახებ იყო რაღაც ნაწერები.
"ეს ჩემი საქმე არაა."
"მე რასაც გეუბნები ის უნდა გააკეთო!"
სიბრაზისგან გავიცინე." მე მაგდენი წელი იმისთვის არ ვისწავლე რომ ფურცლები ვარიგო!"
ისიც გაიცინა"შენ ძალიან აგივარდა თავში.რადგან იუნგის ხათრით დაგაბრუნე ეს ამას არ ნიშნავს რომ
ვეღარ გაგაგდებ."ცოტა ხანი გავჩერდი, ვაანალიზებდი მის ნათქამს. იუნგი რა შუაში იყო.
ბოლოს როგორღაც გავეცი პასუხი."შეგიძლიათ გამაგდოთ, მკიდია უკვე, დაგავიწყდათ მგონი, ჯანგ ჰოლდინგს უნდა ჩემთან მუშაობა."
ფეხზე ადგა."ჯანგ ჰოლდინგს არა ჯანგ ჰოსოკს უნდა და შენ ჯანგ ჰოსოკს არ იცნობ. არ მიუახლოვდე მაგას."