Two

364 37 0
                                    

                           🎈TAEHYUNG🎈

მზის სხივების გამო, გავახილე თვალები. როდესაც ავდექი ვცდილობდი გამეგო სად ვიყავი.

ცოტა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ ჯიმინას კაბინენტში ვარ.გუშინდელი ღამე გავიხსენე და გინებით გავატკაცუნე კისერი.

დღეს კვირაა და მე შუადღემდე უნდა დამეძინა. ენერგია მჭირდებოდა.

ავიღე ჩანდა და ქურთუკი და ცარიელ ოფისიდან გამოვედი.
გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი.

როდესაც ავტობუსი მოვიდა, გამიხარდა რომ ცარიელი ადგილი იყო. ჩამოვჯექი და ტელეფონი ამოვიღე და ჯუნქუქის მოწერილი მესიჯი ვნახე.

ღრმად ვისუნთე და მივწერე, რომ ცოტახანში სახლში ვიქნებოდი.

~~~~

სახლში შემოსვლისთანავე აბანოში შევედი, ხელ-პირი დავიბანე და ქუქის მომზადებულ მაგიდას მივუჯექი.

ჯუნქუქი, ჩემი დეიდაშვილია მაგრამ ძმასავით მიყვარს.

მისი ოჯახი მიწისძვრის დროს გარდაიცვალა, როდესაც ის იყო ათი წლის და ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ბედნიერები ვიყავით. დედა,მამა, მე და ის. ავეჯის მაღაზია გვქონდა და არ გვიჭირდა.

მაგრამ ორი წლის წინ დედ-მამა ავტოკატასტროფაში გარდამეცვალა.  ოჯახიდან მარტო მე და ჯუნქუკი დავრჩით.
მამას სიკვდილის წინ ვალები ჰქონდა და ჩემ სახელზე ბანკიდან ფული გვქონდა აღებული რომ დაგვეფარა. მის მისკვილის მერე ავეჯის მაღაზიაც დაგვეკარგა და ქონებაც.

ძალიან სუსტი ვიყავი. ბანკის ფულს ვიხდიდი და ჯუნქუკის სწავლისთვის მჭირდებოდა ფული.

ბოლოს ჯუნქუკმა სკოლა დაამთავრა მაგრამ უნივერსისტეტში არ შესულა. მან გადაწყვიტა მუშაობა. რათქმაუნდა ეს მე ძაან მაწუხებდა და მომავალ წელს შევთანხმდით მაგაზე რო ჩააბარებდა.

"ჰიუნგ"

ჯუნქუქის ხმით, ტრანსიდან გამოვედი და მას შევხედე.

"რატომ არ ჭამ?"

დიდი თვალებით მიყურებდა და ძალიან საყვარელი იყო. ჩოფსთიქები ხელში ავიღე და დავიწყე ჭამა.


"ღამე სად იყავი?"

თვალები დავაბრიალე. მან ასიანი იცოდა სადაც ვიყავი.

"შენი აზრით"

"სამსახურში"

დავეთანხმე და ჭამა გავაგღძელე.

"გუშინ მეც გვიანობამდე ვიყავი სამსახურში. მდიდრების მაღაზია მართლა ძალიან უცნაურია. ვიღაც ბებერი ქალი, ტრუსიკებს ირჩევდა და გვიან დავიკეტეთ."

მოყოლილზე გამეცინა. წარმოდგენაც კი სასაცილო იყო.

"ჰიონ, ნუ იცინი. ისედაც ნერვებზე ვარ მოშლილი. დღეს მთელ დღე უნდა დავიძინო."

~~~
V/ მოგეწონებათ, ეს ჯერ დაწყებაა

Boss as bitchWhere stories live. Discover now