TAEHYUNG
ქურთუკის გახდის და საკიდზე დაკიდების შემდეგ, მაგიდას მივუჯექი და დოკუმენტები ამოვიღე.
ტელეფონს ყურადღებას არ ვაქცევდი, დარწმუმებული ვიყავი, რომ ჰოსოკი მირეკავდა. მთელი დღეა მირეკავდა.
დოკუმენტებში ხელმოუწერელი რამდენიმე საბუთი, რომ ვნახე ხმადაბლა შევიგინე. მისი ნახვა არ მინდოდა. ბოლოს მომხდარის მერე, მისი სიუხეშის ნახვა არ მინდოდა. მინდოდა, რომ კარგ პიროვნებად დამმახსოვრებოდა. მაგრამ ეს შეუძელებელი იყო, ბანაკი უბრალოდ ერთი შემთხვევა იყო.
ღრმად ამოვისუნთქე, სკამიდან ავდექი და პატარა კაბინენტიდან გავედი. ოთახიდან გასვლისთანავე მინა ვნაზე, რომელიც ბედნიერი სახით ჯიმინის კაბინენტიდან გამოდიოდა.
გავჩერდი, სიბრაზისგან წარბები დამეჭმუხნა,აზრები ამერია და გულში, უაზრო ტკივილი ვიგრძენი. ჩემობამ წამიერად მინას ადგილას ყოფნა მოინდომა. ნორმალურია. იმიტომ, რომ ჩემი წელზე აყვანა და მზის ამოსვლის სანახავად ჩემი გაღვიძებაც კი თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა.
თავი იქით-აქეთ დავიქნიე და ფიქრები მოვიშორე.ნაბიჟები დავისრაფე და კარებზე დავუკაკუნე.
მის ხმაზე კარი გავაღე. ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადო და მე შემომხედა.
"რა არი?"
ეზ ოლვეის უხეშობით ლაპარაკისას, საბუთები ვაჩვენე.
"რამდენიმე საბუთზე ხელი გაქვთ მოსაწერი."ხელით მიმანიშნა, რომ მივსულვიყავი მასთან. სწრაფი ნაბიჯებით მივედი და საბუთები მაგიდაზე დავუდე. შემდეგ ცოტა დავიხარე და თითით ვუჩვენე სად უნდა მოეწერებინა ხელი, ამ დროს მის მზერას ვგრძნობდი, რის გამოც ნემსზე ვიდექი,მაინც საქმე ბოლომდე შევასრულე.
მაგრამ უცხო სურნელის გამო წარბები დავჭმუხნე. მამაკაცური სუნამო ესხა. ჯიმინი სუნამოს არ ხმარობდა, მარწყვის სურნელის შამპუნი მას უნიკალურს ხდიდა. მარწყვის სურნელი არარის ქარიზმული, მაგრამ ის ერთ-ერთი თვისება იყო, რომელიც ჯიმინს გამომწვევს ხდიდა.
