🦆TAEHYUNG🦆
გაფართოებული თვალებით დიდ სახლს ვუყურებდი.
ამ სახლთან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ შიგნით პირველად შევედი.
"დებილივით ნუ იყურები იქით აქით, იარე!"
"ს-სად?"
პალტო დაკიდა და მე შემომხედა.
"საძინებელში,"
თვალები ბოლო დონეზე გამიფართოვდნენ. ნერვების ამშლელი ღიმილით გააგრძელა.
" ხო არ ავალთ, სამუშაო ოთახში უნდა ავიდეთ. ასე ძაან რატო გაგიკვირდა?"
მეგონა მისაღებში უნდა გვემუშავა, არც ვიცოდი რომ სამუშაო ოთახი იყო.
კიბეების ბოლოში მყოფ ოთახში შევედით. უფრო განსხვავებულ რამეს ველოდი მაგრამ ჩვეულებრივი სამუშაო ოთახი იყო.
მაგიდასთან დაჯდა და ხელით ტყავის სავარძელი მიმითითა.
"დაჯექი."დაჯდომისას საბუთები ჩემსკენ გადმოაგდო.
საბუთების დავარდნისას შეშინებული ავხტი.
"ძალიან ბატი რომ ხარ გითხარი უკვე?"
საბუთების აღებისას ვუპასუზე.
"რამოდენიმეჯერ."
"ანუ თმას აზრი აღარ აქვს."
უაზრო დიალოგი შევწყვიტე და საბუთებზე გადავიტანე ყურადღება, მაგრამ ზედ მის მზერას ვგრძნობდი რაც ხელს მიშლიდა.
თავი ავწიე და მაგიდასთან მჯდომს შევხედე. რა გინდას სახით მიყურებდა.
"ნუ მიყურებთ,"
დაწყებული წინადადება როგორ უნდა დამესრულა არ ვიცოდი.
"რატომ? "
სერიოზული კითხვისას, ტუჩები დამოუკიდებლად ამიმოძრავდა.
"იმიტომ,რომ გულის რიტმი მეცვლება."
ჩემს ნათქვამზე შიგნიდან შევიგინე.
გაგონილი ხმით მას შევხედე.
თავის სკამიდან ადგა და ჩემსკენ მოდიოდა. ღმერთო... რას აკეთებს ეს კაცი?
სერიოზული სახით მომიახლოვდა.
სიახლოვის გამო თავი ცუდად ვიგრძენი და დიდ სავერძელზე გავიწიე მისგან შორს.აგზნებულად ვგრძნობდი.
ეს გრძნობა, სულელური იყო მაგრამ ვერ ვაკონტროლებდი.
აგზნება და შიში.
რაც უფრო ახლოს მოდიოდა, ამ ორ გრძნობას ვფლობდი.
"როგორი ცვლილებაა ეს?"
დაბალი ხმის ტონით საუბრისას თავი ავწიე და მას შევხედე.
რაუნდა მეთქვა არ ვიცოდი. უნდა მეფიქრა მაგრამ ტვინს ფიქრის ფუნქცია დაკარგული ჰქონდა.
ჩემგან პასუხის არ მიღებისას უფრო მომიახლოვდა.
უკვე უკან ვერ ვიწეოდი, იმიტომ, რომ სავარძელის სახელური მიშლიდა.
ჩემკენ იხრებოდა, რის გამო ტვინში განსხვავებული აზრები მომდიოდა.
სულელური აზრები.
კოცნაზეც კი ვიფიქრე. რა დონეზე ვისულელე წარმოგიდგენიათ.
მაგრამ ის უფრო დაიხარა და ყური გულზე დამადო.
"ააა,ანჰ ასეთი ცვლილება."
დაფიქრებული უკან გაიწია, უკვე სუნთქვა შემეძლო. უკვე მის მარწყვის არომატს ვერ ვგრძნობდი და ადვილად ვსუნქავდი.
"რაც არის, იმუშავე შენ."
სწრაფად ადგა და ოთახიდან გავიდა.
მომხდარი რაღაცეების შოკი გადავიტანე და საქმეს მოვუბრუნდი, ამ სახლში ვეღარ ვჩერდებოდი...
V/ჰელლოოო გაისს, მოკლედ ვიცი რომ დიდი ხანია თავს ვერ ვდებ მაგრამ მართლა რთულ ეტაპზე გავდივარ, იმედია გამიგებთ❤️